რედნაპი: “ვესტ ჰემი” გმირ პაიეტს არ გაყიდის”
ჰარი რედნაპს მტკიცედ სწამს, რომ არ არსებუბს რეალური მიზეზი, რის გამოც შესაძლოა დიმიტრი პაიეტმა “ვესტ ჰემი” დატოვოს, რომელიც მომავალი სეზონიდან ახალ სტადიონზე ითამაშებს.
“ვფიქრობ, რომ ისინი პაიეტს არ გაყიდიან. “ვესტ ჰემს” ახალი სტადიონი აქვს, 60,000-იანი სტადიონი, “ოლიმპიური სტადიონი” და მათ უკვე გაყიდეს სეზონური აბონიმენტების 50 პროცენტი.
დევიდ სულივანი, დევიდ გოლდი, ეს ადამიანები კლუბის გაყიდვას არ აპირებენ. მათ ფულიც არ აკლიათ. ვერ ვხედავ ვერცერთ რეალურ მიზეზს, რის გამოც შესაძლოა ასეთი ვარსკვლავი გაყიდონ.
ფანები მას აღმერთებენ, ის სუპერვარსკვლავი გახდა. ის ხალხის ყველაზე დიდი ფავორიტია პაულო დი კანიოს შემდეგ. ვფიქრობ, რომ ის კლუბთან ახალ კონტრაქტს უახლოეს მომავალში გააფორმებს.”