რედნაპმა და ოუენმა სანაკრებო ტურნირები გააკრიტიკეს: “ინტერესი დავკარგეთ”

ინგლისის ნაკრებსა და სან მარინოს შორის გამართული შეხვედრის (10-0) შემდეგ, ჰარი რედნაპმა და მაიკლ ოუენმა სოციალურ ქსელში თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს.
“არაფერი მოგვიგია! ჩვენ საკვალიფიკაციო ეტაპი გადავლახეთ. ათიდან ათი მოვიგეთ. მთავარ ტურნირზე მონაწილეობის უფლება მოვიპოვეთ, თუმცა რა აზრი აქვს ამ ყველაფერს?
ინტერესი დავკარგე. სახლში ვიყავი და თამაშის ყურების სურვილი არ მქონია. კომენტატორი ამბობდა, რომ მალტას 18 ნომერი კონსულტანტადაც მუშაობს ხოლმე.
დავფიქრდი, თუ რატომ უნდა მეყურებინა ამისთვის. მოუთმენლად ველი პრემიერ ლიგის განახლებას. ძალიან მინდა ნორმალურ თამაშს დავესწრო, მაგალითად “კრისტალ პალასისა” და “ვესტ ჰემის” დაპირისპირებას,” – აცხადებს რედნაპი.
მაიკლ ოუენმა კი მმართველ ორგანოებს რესტრუქტურიზაციისკენ მოუწოდა – “სწრაფი ტემპით ვკარგავთ სიყვარულს სანაკრებო თამაშების მიმართ. მჯერა, რომ ბევრი ფანი გრძნობს ამას. ამ თამაშების ნახევარზე მეტი უაზროა. რესტრუქტურიზაცია აუცილებელია.”