WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (361390) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

რეგიონთა თასის გამარჯვებულმა ნაკრებმა ბერლინში ამხანაგური შეხვედრები გამარჯვებით დაასრულა

თარიღი: მაისი 10, 2018

14-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, რომელმაც 2017 წლის რეგიონთა თასის გამარჯვებულის ტიტული, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 16 საფეხბურთო გუნდს შორის მოიპოვა, გერმანიაშია. ახალგაზრდა ფეხბურთელებმა თანატოლებთან ამხანაგური მატჩები გამართეს. 10 მაისს თბილისის ნაკრები საფეხბურთო კლუბ „იუნიონ ბერლინს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 4:0 დამაარცხა მეტოქე.

9 მაისს ჩვენმა ფეხბურთელებმა ამხანაგური მატჩი ბერლინის „ჰერტას“ აკადემიელ თანატოლებთან ჩაატარეს, რომელიც ასევე რეგიონთა თასის მფლობელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4:2 დასრულდა.

7 მაისს კი, ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელთა მეტოქე ბერლინის „დინამოს“ ასაკობრივი გუნდი გახლდათ. ჩვენმა გუნდმა აღნიშნული შეხვედრა, ანგარიშით 5:3 მოიგო.

„რეგიონთა თასი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2016 წელს, ფიფას მხარდაჭერით, პირველად ჩაატარა. 2016 წლის სეზონის გამარჯვებულმა ნაკრებმა, 2017 წლის სეზონის თასის მფლობელის მსგავსად, გერმანიაში წარმატებით იასპარეზა.

რეგიონთა თასის მონაწილე ახალგაზრდა ფეხბურთელებთან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე 20 მწვრთნელი მუშაობდა, რომელთაც გადამზადების კურსები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოწვევით, ფიფას მწვრთნელთა ინსტრუქტორმა – კიმ პაულსენმა ჩაუტარა.

2017 წლის გათამაშების ფინალი ლაგოდეხში, სფფ-ის ტექნიკური ცენტრის სტადიონზე გაიმართა, სადაც თბილისის გუნდმა გამარჯვებულის ტიტულთან ერთად გერმანიის საგზური მოიპოვა. გერმანიაში ვიზიტის მთავარი მიზანია, ქართველ ბავშვებს მიეცეთ საშუალება, გაიზიარონ გერმანელი თანატოლების გამოცდილება და საკუთარი ძალები ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ამხანაგურ შეხვედრებში მოსინჯონ.

 

Gff.Ge



მსგავსი სიახლეები