რეგიონთა თასის გამარჯვებულმა ნაკრებმა ბერლინში ამხანაგური შეხვედრები გამარჯვებით დაასრულა

თარიღი: მაისი 10, 2018

14-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, რომელმაც 2017 წლის რეგიონთა თასის გამარჯვებულის ტიტული, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 16 საფეხბურთო გუნდს შორის მოიპოვა, გერმანიაშია. ახალგაზრდა ფეხბურთელებმა თანატოლებთან ამხანაგური მატჩები გამართეს. 10 მაისს თბილისის ნაკრები საფეხბურთო კლუბ „იუნიონ ბერლინს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 4:0 დამაარცხა მეტოქე.

9 მაისს ჩვენმა ფეხბურთელებმა ამხანაგური მატჩი ბერლინის „ჰერტას“ აკადემიელ თანატოლებთან ჩაატარეს, რომელიც ასევე რეგიონთა თასის მფლობელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4:2 დასრულდა.

7 მაისს კი, ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელთა მეტოქე ბერლინის „დინამოს“ ასაკობრივი გუნდი გახლდათ. ჩვენმა გუნდმა აღნიშნული შეხვედრა, ანგარიშით 5:3 მოიგო.

„რეგიონთა თასი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2016 წელს, ფიფას მხარდაჭერით, პირველად ჩაატარა. 2016 წლის სეზონის გამარჯვებულმა ნაკრებმა, 2017 წლის სეზონის თასის მფლობელის მსგავსად, გერმანიაში წარმატებით იასპარეზა.

რეგიონთა თასის მონაწილე ახალგაზრდა ფეხბურთელებთან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე 20 მწვრთნელი მუშაობდა, რომელთაც გადამზადების კურსები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოწვევით, ფიფას მწვრთნელთა ინსტრუქტორმა – კიმ პაულსენმა ჩაუტარა.

2017 წლის გათამაშების ფინალი ლაგოდეხში, სფფ-ის ტექნიკური ცენტრის სტადიონზე გაიმართა, სადაც თბილისის გუნდმა გამარჯვებულის ტიტულთან ერთად გერმანიის საგზური მოიპოვა. გერმანიაში ვიზიტის მთავარი მიზანია, ქართველ ბავშვებს მიეცეთ საშუალება, გაიზიარონ გერმანელი თანატოლების გამოცდილება და საკუთარი ძალები ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ამხანაგურ შეხვედრებში მოსინჯონ.

 

Gff.Ge

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ჰუნტელარი “შალკეში” დაბრუნდა

კლას-იან ჰუნტელარი ამსტერდამის “აიაქსიდან” გელზენკირხენის “შალკეში” გადავიდა. მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფა იმსჯელებს, სად და როგორ ჩატარდება ევრო-2020

უეფა უახლოეს პერიოდში მიიღებს გადაწყვეტილებას, სად და როგორი ფორმატით ჩატარდება ევროპის ჩემპიონატი. ამის შესახებ მიუნხენის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან შენგელიამ “ტრაბზონსპორს” გაუტანა (ვიდეო)

19 იანვარს, თურქეთის სუპერ ლიგის მე-20 ტურში “ტრაბზონსპორმა” საკუთარ მოედანზე “ქონიასპორი” მიიღო და მეტოქე 3:1 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფერნანდო ტორესის ტრანსფორმაცია – როგორ შეიცვალა ვეტერანი ესპანელი? (ფოტო)

ვეტერანმა ესპანელმა თავდამსხმელმა, ფერნანდო ტორესმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მისი ფიზიკური ტრანსფორმაცია ნათლად ჩანს. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ის ანრიზე უკეთესიც კი მგონია” – ტეო უოლკოტმა საუკეთესო თავდამსხმელი დაა

“საუთჰემპტონის” თავდამსხმელმა, ტეო უოკოტმა დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც მას ლონდონის “არსენალში” უთამაშია. 3...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ატლეტიკო” სიმეონეს ახალ ხელშეკრულებას სთავაზობს

მადრიდის “ატლეტიკოს” ხელმძღვანელებს დიეგო სიმეონესთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება აქვთ გადაწყვეტილი. ინფორმაციას გავლენიანი ესპანური გამ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რაულს კორონავირუსი დაუდასტურდა

მადრიდის “რეალის” მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად შემუშავებული სპეციალური პროტოკოლის მიუხედავად, მადრიდში ვირუსი მაინც გამოჩნდა. გავლენია...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაპორტა: “მე მესის გადარწმუნება შემიძლია”

“ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჟოან ლაპორტამ, პრესასთან მესის მომავალზე ისაუბრა. როგორც იცით, საპრეზიდენტო არჩევნები 24 იანვრის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვინ შეცვლის ლუკა იოვიჩს “რეალში”?

ლუკა იოვიჩმა წინააღმდეგობებით აღსავსე პერიოდის შემდეგ მადრიდის “რეალი” დატოვა და ფრანკფურტის “აინტრახტის” მაისურით ჩატარებულ პ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჩელსი” სატრანსფერო ფანჯარაზე რეკორდის დამყარებას გეგმავს

ლონდონის “ჩელსი” ზაფხულზე განხორციელებული ძვირადღირებული ტრანსფერების შემდეგაც არ აპირებს შეჩერებას. “პენსიონერებმა” ამჟამად მ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მანჯუკიჩის პირველი კომენტარი “მილანში” გადასვლის შემდეგ

მარიო მანჯუკიჩმა “მილანში” გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. “მადლობელი შესაძლებლობისთვის, გადმოვსულიყავი ასეთ დიად კლუბში...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბენფიკაში” კორონავირუსის 17 შემთხვევა დაფიქსირდა

ლისაბონის “ბენფიკაში” კორონავირუსის 17 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა ვინაობა არ სახელდება. უცნობია, რამდენია მათ შორის ფეხბურთელი. [...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

“ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესის ესპანეთის სუპერთასისთვის ბილბაოს “ატლეტიკთან” გამართულ შეხვედრაში მიღებული წითელი ბარათის გამ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო: “ტოპ-მოთამაშისთვის გამართლება არ არის სისტემასთან, მწვრთნელთან ვერშეგუება&

“ტოტენჰემ ჰოთსპურის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ უმაღლესი დონის ფეხბურთელების არსზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩი: “ახლა ორი ისეთი ფეხბურთელი გვყავს, ვისიც მეტოქეებს შეეშინდებათ”

“მილანის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “კალიარისთან” გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, “როსონერი...
წაკითხვა