რეხვიაშვილი მსაჯზე: “სახლში თამაშზე, მსაჯი მოწინააღმდეგეს ემხრობა… არ ვიცი, რა ვთქვა”

“საბურთალოს” ცენტრალურმა მცველმა, გიორგი რეხვიაშვილმა ზაგრების “დინამოსთან” 0-2 მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“კარგი თამაში გამოვიდა, ბრძოლა იყო. პირველ ტაიმში ვაჯობეთ კიდევაც, მაგრამ კლასის ხარჯზე მაინც მეორე ტაიმში ისე მოხდა, რომ 2 გოლი მივიღეთ. ვფიქრობ, რომ არ ვიყავით ორი გაშვებული გოლის ღირსები, მაგრამ ისე გამოვიდა, სამწუხაროდ, დავმარცხდით.
წინ საპასუხო მატჩია და უკეთესად მოვემზადებით. კოხრეიძე არ იქნება, მაგრამ გადავხედავთ ამ თამაშსაც, ვნახავთ და მოვემზადებით. არიან ჩვენ გუნდში მისი შემცვლელებიც და გაართმევენ თავს. მსაჯობა? საქართველოს ჩემპიონატში ხომ გვკლავენ და ახლა ევროპიდანაც დაიწყეს. არ ვიცი, სახლში თამაშზე, მსაჯი თან მოწინააღმდეგეს ემხრობა, არ ვიცი, რა ვთქვა”, – განაცხადა გიორგი რეხვიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ “საბურთალო” – “დინამოს” განმეორებითი დაპირისპირება 30 ივლისს, ზაგრებში გაიმართება.
ფოტო: fcsaburtalo.ge