რეკობა: “კარიერის საუკეთესო გოლი “სამპდორიას” გავუტანე” (ვიდეო)

თარიღი: აპრილი 1, 2016

მილანის “ინტერის” ყოფილმა ფეხბურთელმა ალვარო რეკობამ, რომელმაც რამდენიმე დღის წინათ ფეხბურთიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა, კარიერის საუკეთესო გოლი დაასახელა. ასეთად ურუგვაელმა შემტევმა 2005 წელს გენუის “სამპდორიას” კარში გატანილი ბურთი მოიხსენია. შეხვედრის 90-ე წუთამდე “ინტერი” 0:2 აგებდა, თუმცა კომპენსირებულ დროში მილანელებმა სამი ბურთის გატანა მოახერხეს, გამარჯვების გოლი კი 96-ე წუთზე სწორედ რეკობამ შეასრულა.

“ინტერის” რიგებში ჩემი საყვარელი გოლი 2005 წელს “სამპდორიას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში გავიტანე. ბოლო წუთებზე ანგარიში გავათანაბრეთ და გამარჯვებაც მოვიპოვეთ. მაშინ ენით აუწერელი განცდა დამეუფლა. თითქმის ისეთივე გრძნობა მქონდა, როგორიც ჩემს სადებიუტო შეხვედრაში, როდესაც ყველა რონალდოს ელოდებოდა, თუმცა მოედანზე მე გავედი და დუბლი შევასრულე.

ვერ გეტყვით, ვინ იყო ჩემი საუკეთესო მეგობარი გუნდში, ვინაიდან საკმაოდ ძლიერი თანაგუნდელები მყავდა და ერთის დასახელების შემთხვევაში, სხვებს ვაწყენინებ. იღბლიანი ვარ იმით, რომ დიდი ფეხბურთელების გვერდით ვითამაშე.

ბედნიერი ვარ, რადგან ვაკეთებდი ჩემს საყვარელ საქმეს და უბრალოდ მინდოდა, რომ ხალხი გამეხარებინა. არაფერს არ ვნანობ. თუ შეცდომები დავუშვი, ამან გამოცდილება შემძინა, ამიტომ არ ვწუხვარ”, – განაცხადა რეკობამ.

შეგახსენებთ, რომ ალვარო რეკობა ფართო აუდიტორიისთვის უფრო მეტად ცნობილი სწორედ “ინტერში” თამაშის პერიოდში გახდა. ურუგვაელი თავდამსხმელი “ნერიაძურის” ღირსებას 1997-დან 2007 წლამდე იცავდა. ამ დროის განმავლობაში მან ორ-ორჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი (2005–06, 2006–07), ქვეყნის თასი (2004–05, 2005–06) და სუპერთასი (2005, 2006), გახდა უეფას თასის გამარჯვებული (1997–98).

გარდა ამისა, ალვარო რეკობას “ტორინოს”, “ვენეციას”, ბერძნული “პანიონისისა” და სამშობლოში რამდენიმე კლუბის ღირსება დაუცვია.

ურუგვაის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 69 მატჩში რეკობამ 11 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“ერთი კვირის წინ გვტ**ავდნენ” – კაშიასა და ხოჭოლავას საუბარი მატჩის წინ

16 სექტემბერს უეფას კონფერენს ლიგაზე ბრატისლავას “სლოვანმა” საკუთარ მოედანზე “კოპენჰაგენი” მიიღო და 1:3 დამარცხდა. ამ [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიქაუტაძემ ბელგიის თასის მატჩში ჰეთ-ტრიკი გაიფორმა (ვიდეო)

ბელგიის თასის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩში გიორგი მიქაუტაძეს “სერენმა” გასვლაზე “ლოკერენი” სამბურთიანი სხვაობით დაამარ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“კალიარი” ვალტერ მაცარიმ ჩაიბარა

“კალიარის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვალტერ მაცარი დაინიშნა. მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ძალა 2024 წლის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო: “წარმოუდგენლად მეშინოდა მეათასე მატჩის წაგების”

“რომამ” სერია A-ს მესამე ტურში “სასუოლო” მიიღო საშინაო კედლებში. მატჩი დაძაბულად წარიმართა და ელ შაარავის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიომ სამწვრთნელო კარიერაში მე-1000 მატჩი ჩაატარა

“რომამ” სერია A-ს მესამე ტურში “სასუოლო” მიიღო საშინაო კედლებში. მატჩი დაძაბულად წარიმართა და ელ შაარავის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქავთარაძემ “როტორისთვის” გაიტანა, მაგრამ ვერ გადაარჩინა (ვიდეო)

ბექა ქავთარაძის, ნიკა ყიფიანისა და ილია ბერიაშვილის “როტორი” “აკრონთან” 1-2 დამარცხდა. “აკრონი” 0-2-ს იგებდა, როცა...
წაკითხვა
ფეხბურთი

შესაძლოა, დონარუმა სამშობლოში დაბრუნდეს

შესაძლოა, “პარი სენ-ჟერმენის” კიპერმა ჯანლუიჯი დონარუმამ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში პარიზული კლუბი დატოვოს და სამშობლოში დაბრუნდეს. [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუს მეორე გოლი – კრიშტიანოს შესანიშნავი დაბრუნება (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Ronaldo 2004-2008 yılları arasında attığı deparı atıp 2.golünü atıyor ve biz İngiltere’de Manchester […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩი: “რონალდუ და მესი ჩემზე უკეთესები არ არიან, მე ვარ საუკეთესო”

“მილანის” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჩვეულ სტილში მორიგი განცხადება გააკეთა. “ჩემს ჯილდოებს “ოქროს ბურთი” აკლია?...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ამას დიდი ხანი ველოდი” – ლიონელ მესიმ ცრემლები ვერ შეიკავა (ვიდეო)

10 სექტემბერს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი შესარჩევ ეტაპზე არგენტინის ნაკრებმა ბუენოს აირესში ბოლივიას უმასპინძლა და […]...
წაკითხვა