რემი “ჩელსის” ფეხბურთელი გახდა
“ქპრ”-ს და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი ლოიკ რემი ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელი გახდა. ახალწვეულის კონტრაქტი 4-წლიანია. ბრიტანული პრესის ცნობით “ჩელსიმ” შემტევში 10 მილიონი ევრო გადაიხადა
რემიმ კარიერა “ლიონში” დაიწყო. საფრანგეთში 27 წლის ფეხბურთელი “ლანსის”, “ნიცას” და “მარსელის” ღირსებასაც იცავდა. 2013 წელს შემტევი “ქპრ”-ში გადავიდა, თუმცა ლონდონური კლუბის პრემიერლიგიდან გავარდნის შემდეგ რემი ერთწლიანი იჯარით “ნიუკასლში” გადავიდა.