“რემიმ კარიერის ბოლო ორი წელი უაზროდ გაფლანგა”
“ქუინს პარკ-რეინჯერსის” მთავარმა მწვრთნელმა, ჰარი რედნაპმა “ჩელსის” თავდამსხმელზე, ლოიკ რემიზე ისაუბრა, რომელიც ძირითადში მოხვედრას ვერ ახერხებს.
“როდესაც რემიმ კლუბი დატოვა, მაშინვე მივხვდი, რომ ეს არასწორი ნაბიჯი იყო. მას ლონდონში სათანადო ყურადღებას არ აქცევენ.
ლოიკ რემი თავდამსხმელია, მას მშვენივრად შეუძლია მომენტის დაგვირგვინება. თუმცა ბოლო 10 წუთში თამაშით ის ვერაფერს მოიგებს.
მან სადმე სხვაგან უნდა ითამაშოს. შეიძლება ითქვას, რომ რემიმ კარიერის ბოლო ორი წელი უაზროდ გაფლანგა.”