რემიმ “ლივერპულში” არ გადასვლის მიზეზზე ისაუბრა
ლონდონის “ჩელსის” ფრანგმა ახალწვეულმა ლიოკ რემიმ, ნათელი მოჰფინა იმ საკითხს, თუ რატომ არ გადავიდა (ჩაიშალა ტრანსფერი) “ლივერპულში”.
გასულ ზაფხულში, “წითლებმა” “ქუინს პარკ რეინჯერსთან” შეთანხმებას მიაღწიეს და ისინი ფრანგის სანაცვლოდ კომპენსაციასაც იხდიდნენ, რემიმ სამედიცინო შემოწმებაც გაიარა, მაგრამ შემდეგ მერისაიდულ კლუბთან კონტრაქტზე უარი თქვა.
“მე სამედიცინო შემოწმება წარმატებით გავიარე. მერისაიდელები ბოლომდე დარწმუნებულნი არ იყვნენ და უნდოდათ, გულის გამოკვლევები თავიდან ჩაეტარებინათ. მათ სპეციალისტები მოიწვიეს და განაცხადეს, რომ გული 100% წესრიგში არ მქონდა(რაც ძალიან დიდი სიცრუეა). შემეძლო მე იქ დავრჩენილიყავი? მე უბრალოდ თავს უხერხულად ვგრძნობდი და იძულებული გავხდი უკან გავბრუნებულიყავი.”
“მათთვის ყველაფერი ჩემს მისვლამდე ცნობილი იყო. უბრალოდ არ მესმის თუ რატომ დამაკარგვიეს დრო. სახლში დაბრუნებისას ჩემს აგენტს სიმართლე ვუთხარი, რომ გარიგება “ლივერპულის” გამო ჩაიაშალა.”
“ამჟამად ლონდონში თავს კარგად ვგრძნობ. მიხარია, რომ აქ მოვხდი. ყველაფერს გავაკეთებ, რათა “ჩელსიში” წარმატებული ვიყო და გუნდს ტიტულების მოგებაში დავეხმარო. ბევრი ფიქრობს, რომ რაც “ლივერპულში” გადამხდა, ჩემს საფეხბურთო კარიერას ხელს შეუშლის. ”
“ლონდონში საუკეთესო სპეციალისტებს შევხვდი და მათთან გავიარე სამედიცინო შემოწმება. მათ მითხრეს, რომ ყველაფერი წესრიგში მქონდა და დასძინეს, რომ “ლივერპულისთვის” არ დამეჯერებინა.”–განუცხადა რემიმ Daili Star-ს