რემსი: “არსენ ვენგერი “არსენალში” უნდა დარჩეს”
ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში ლონდონური დერბი შედგა. “არსენალმა” “ჩელსი” ანგარიშით, 2:1 დაამარცხა. გამარჯვების გოლი აარონ რემსიმ გაიტანა.
შეხვედრის შემდეგ უელსელმა ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა.
“არსენ ვენგერი კლუბში აუცილებლად დარჩება. ის შესანიშნავი მწვრთნელია. არსენს ბევრი რამე აქვს გაკეთებული როგორც ჩემთვის, ასევე ყველა ფეხბურთელისთვის.”
“მატჩის მიმდინარეობის დროს წყობა შევცვალეთ, რამაც წარმატება მოგვიტანა. დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ამაში დიდი წვლილი ჩვენს მწვრთნელს მიუძღვის.”
“მიყვარს ეს ტურნირი და მადლობას ვუხდი ყველა ჩემს თანაგუნდელს, რომ ბოლომდე დაიხარჯენენ და შედეგმაც არ დააყოვნა,” – განაცხადა რემსიმ.