რემსი: “მიზანი ჩემპიონობაა”
ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი მიიჩნევს, რომ ამ სეზონში მის გუნდს ინგლისის ჩემპიონობის შანსი აქვს.
“სუონსის” წინააღმდეგ სამი ქულის მოპოვების შემდეგ, არსენ ვენგერის შეგირდები ცხრილის სათავეში მოექცნენ და მეორე ადგილოსან “ტოტენჰემს” ორი ქულით უსწრებენ. (პრემიერლიგა)
“ჩვენი მიზანი პრემიერ ლიგის მოგებაა. უკანასკნელ მატჩებში ჩვენ კარგი ფეხბურთის ჩვენებით გამოვირჩევით. დიახ, “არსენალი” ადრე უამრავი მოთამაშის ტრავმამ ძალიან დაასუსტა, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ჩვენმა გუნდმა სირთულეების დაძლევა მოახერხა”, – აცხადებს აარონ რემსი.
“რაც შეეხება “სუონსისთან” შეხვედრას, შემიძლია ვთქვა, რომ ამ გუნდის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. მთავარი დავალება სწრაფი გოლის არ გაშვება იყო, რასაც თავი მშვენივრად გავართვით”, – დაასრულა “მეთოფეთა” ფეხბურთელმა.
სანდრო საპანაძე