რევანში დანიასთან – 17-წლამდელებმა 4:1 იმარჯვეს

თარიღი: აგვისტო 28, 2014

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მეორე ამხანაგურ მატჩში დიდი ანგარიშით – 4:1 სძლია დანიის 17-წლამდე ნაკრებს.

26 აგვისტოს გამართულ პირველ შეხვედრაში, ქართველები 0:1 დამარცხდნენ. დღეს კი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ გოჩა ტყებუჩავას ფეხბურთელებმა გაცილებით აზრიანი, შემტევი და მობილიზებული თამაში შესთავაზე მოწინააღმდეგეს, რაც შედეგზეც ნათლად აისახა.

მატჩი აქტიურად დავიწყეთ. გოჩა ტყებუჩავამ ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა და ეს არც უნანია. პირველივე წუთებიდან საიმედო იყო მეკარე ლევან ისიანი; თვალსაჩინო იყო დაცვის უკეთესი თამაშიც.  გოლამდე, გამორჩეული მომენტი ჰქონდა ვატო არველაძეს, რომლის ძლიერად გასროლილი კარს ზემოდან გადასცდა. ამას გიორგი არაბიძის შეტევა მოჰყვა და საქმეში დანიელთა კიპერი ჩაერთო. ამ შეტევის გაგრძელებას კი, ყველაზე რეალური ხიფათი მოჰყვა: არაბიძემ ბურთი საჯარიმოში, კარის გასწვრივ შეაბრუნა, სადაც ირაკლი ბუღაძე ურტყამდა ვარდნაში, თუმცა, ახალგაზრდა მცველმა ლამის კარის ხაზიდან ძელს გაარტყა.

ამის შემდეგ, ჩვენმა მეტოქემაც დაარტყა ისიანის კარისკენ, თუმცა, უშედეგოდ. 36-ე წუთზე კი, გიორგი არაბიძემ გაიბრწყინა და დანიელთა მეკარეს შანსი არ დაუტოვა – 1:0. ორიოდ წუთში, ჩვენებმა მეტოქის გადაცემა ჩაჭრეს და ცენტრიდან ვატო არველაძემ ეფექტური პასი მისცა არაბიძეს, რომელმაც თითქმის ნახევარი მოედანი გაირბინა, მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა მიკელსენიც მოატყუა და ანგარიში ორამდე გაზარდა. შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავედით.

მეორე ტაიმის საწყის წუთებში, დანიელები მოგვეძალნენ. რამკილდესა და ლარსენის დარტყმულები ლევან ისიანმამოიგერია. ამას ქართველებმა გააზრებული კომბინაციით უპასუხეს, რომელიც ბუღრიძის დარტყმით დასრულდა – ბურთი კარს გადასცდა.

65-ე წუთზე კი, კარგად განვითარებული შეტევის შემდეგ, ბუღრიძემ ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა; არველაძე კი, ამ ჩაწოდებულს იქ დახვდა სადაც საჭირო იყო და 3:0 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.

მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, გიორგი არაბიძემ შესანიშნავი პასი გაუჭრა ლაშა ლეჟავას, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა, მოატყუა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა – 4:0. 79-ე წუთზე, ჩვენი უყურადღებობის შედეგად, მარკო რამკილდემ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლო და მატჩის საბოლოო ანგარიშ დააფიქსირა – 4:1.

 

საქართველო U17 vs დანიაU17 4:1 (2:0) ამხ.

საქართველო U17ისიანი, ყურშავიშვილი (კაპ), ლოჩოშვილი, ბუღაძე, ბერძენაძე (ბულუხაძე 69), ყურაშვილი, კუხიანიძე, ლეჟავა (ფოჩხუა 76), არველაძე (ჯამარაული 69), ბუღრიძე (მუზაშვილი 70), არაბიძე

მთ.მწვრთნელი – გოჩა ტყებუჩავა

დანიაU17მიკელსენი (ჰედვალი 41), ბუური, შულცი (კუროვიჩი 41), დრეიერი, კრისტენსენი (მუკოლი 41), როკიაერი (რამკილდე 41), ლარსენი, ჰანსენი (იაკობსენი 41), სორენსენი, კირკი (ვანგი 53), არნდალ-ლორიტცენი (რივჟიჩი 59)

მთ.მწვრთნელი – იან მიქაელსენი

გოლები: არაბიძე (36, 38), არველაძე (65), ლეჟავა (75); რამკილდე (79)

გაფრთხილება: ბუური

მთ.მსაჯი – გიორგი ყრუაშვილი

სფფ-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“იუვენტუსმა” მორატა ინათხოვრა

მადრიდის “ატლეტიკომ” ესპანელი თავდამსხმელი ალვარო მორატა ტურინის “იუვენტუსში” გაანათხოვრა. საიჯარო ხელშეკრულება ერთი სეზონის გ...
წაკითხვა
კალათბურთი

“დინამო” ფარერებში რომან ფიფიასთან ერთად ჩავიდა

“დინამო თბილისი” ფარერებზე გაემგზავრა. გუნდი ტორჰსვანში ჩაფრინდა და ადგილობრივ სასტუმრო “ჰოტელ ფოროიარში” დაბინავდა. ოფიციალურ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ გამოიყურება დე ლიხტის მეგობარი გოგონა (ფოტო)

ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალურ მცველს, მატეის დე ლიხტს მეგობარი გოგონა ჰყავს, რომელსაც ანეკი მოლენარი ჰქვია. გთავაზობთ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კანკავა და კვეკვესკირი “ტობოლს” დატოვებენ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარდაცვის შეუცვლელი წევრები, ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი ყაზახურ “ტობოლს” დატოვებენ. “ტობოლს&...
წაკითხვა
ფეხბურთი

არჩილ ბერიძე: “გეგუჩაძე რჩება, ჯოვინოს ხელფასს ვუორმაგებდით, მაგრამ…”

ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისას საწვრთნელ ბაზაზე დინამო ბათუმის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა. მან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

აგენტი: “იმედია, ბეილი “რეალში” აღარ დაბრუნდება, იქ მას არ აფასებდნენ

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი, გარეტ ბეილი, 2020/21 წლების სეზონს ლონდონის “ტოტენჰემში” გაატარებს. შეგახსენებთ, რომ უელსელი შ...
წაკითხვა
ფეხბურთი

განრისხებული სუარესი პრესკონფერენციის მოწვევას გეგმავს

ლუის სუარესი განრისხებულია. ურუგვაელი ფეხბურთელი უკმაყოფილოა კლუბის დამოკიდებულებით და ამასთან დაკავშირებით პრესკონფერენციის მოწვევას აპირებს. როგორც ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ვიდალი “ინტერის” ფეხბურთელია

მილანის “ინტერის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც არტურო ვიდალმა “ნერაძურისთან” ორწლიან ხელშეკ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ინჯგიას დრამა სერბეთში დასრულდა: კრილია, ლოკომოტივი, აგენტი, სერბეთი

თბილისის “ლოკომოტივის” ყოფილი შემტევი რევაზ ინჯგია კარიერას სერბეთის მე-2 ლიგაში, “სრემსკა მიტროვიცაში” გააგრძელებს. ინჯგიას ა...
წაკითხვა
ფეხბურთი

დანი ალვეშს ევროპულ ფეხბურთში დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილ ვარსკვლავს, რომელიც ამ დროისთვის “სან-პაულოს” ღირსებას იცავს, ევროპულ ფეხბურთში დაბრუნება აქვს გ...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩი: “20 წლის რომ ვიყო, ოთხ გოლს გავიტანდი”

“მილანის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “ბოლონიასთან” მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, მილანელებმა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ალვარო მორატა “იუვენტუსში” ბრუნდება

მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი ალვარო მორატა კარიერას იტალიაში, კერძოდ კი ტურინის “იუვენტუსში” გააგრძელებს. 27 წლის ესპანელ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რაკიტიჩი: “მესი და სუარესი ჩემი ახლო მეგობრები არასდროს ყოფილან”

“ბარსელონადან” “სევილიაში” დაბრუნებულმა ივან რაკიტიჩმა ყოფილ თანაგუნდელებთან არსებული ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. “მესი...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მადლობა ევროსეზონისთვის!” – მოსკოვის “დინამოს” ფანებმა საკუ

21 სექტემბერს, რუსეთის პრემიერ ლიგის მე-6 ტურში მოსკოვის “დინამომ” საკუთარ მოედანზე “ტამბოვი” მიიღო და მეტოქე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფერნანდო ტორესმა კარიერის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა, ფერნანდო ტორესმა კარიერის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. 36 წლის თავდამსხმელმა თერთმეტეული იმ მოთამაშეებისაგან […...
წაკითხვა