რევაზ არველაძე: „ჩვენი სტუმრები თბილისიდან უზომოდ კმაყოფილები წავიდნენ“

თარიღი: ნოემბერი 20, 2013

გასულ კვირაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მნიშვნელოვანი ვიზიტით ეწვია უეფას წარმომადგენლობითი სამუშაო ჯგუფი, რომლის მთავარი მიზანი 2015 წელს, თბილისში გასამართი უეფას სუპერთასისთვის მოსამსადებელი სამუშაოების დათვალიერება და ქართული მხარისთვის რეკომენდაციების გაწევა იყო.

რამდენიმედღიანი ნაყოფიერი და ინტენსიური მუშაობის შემდეგ, უეფას დელეგაცია თბილისიდან კმაყოფილი და იმედიანი წავიდა. ვიზიტის შესახებ კი, სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდთან შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა სფფ-ის გენერალურმა მდივანმა – რევაზ არველაძემ.

რევაზ არველაძე: „უეფადან საკმაოდ მაღალი რანგის სტუმრები გვყავდა. ვიზიტის ძირითადი თემა იყო უეფას 2015 წლის სუპერთასის საორგანიზაციო საკითხები; ისეთები, როგორიცაა თამაშისთვის მომზადება, აეროპორტისა და ქალაქში ტრანსპორტირების თემები, ორივე მონაწილე გუნდის გულშემატკივრებისთვის ფან-ზონების გაკეთება, სტადიონების დათვალიერება – რომელი იქნება უფრო კარგი ამ ღონისძიებისთვის და ა.შ.

უეფას დელეგაციაში იყო საკლუბო გათამაშების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფინალური მატჩების დირექტორი, რომელიც უკვე წლებია ხელმძღვანელობს უეფას ჩემპიონთა ლიგისა და სხვა ფინალების ჩატარების ორგანიზებას; აქ იყვნენ ამ დეპარტამენტების თანამშრომლები და რასაკვირველია, უეფას იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომელმაც უკვე დაგვიტოვა იმ დიდი ხელშეკრულების ე.წ. „დრაფტი“, რომელზეც უეფამ და ქართულმა მხარემ უნდა მოაწერონ ხელი. მხარეში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გარდა, ასევე იგულისხმება რამდენიმე ინსტანცია – აეროპორტი, სტადიონი, ქალაქის მერია და სხვა საჭირო ორგანიზაციები.

ჩვენ კიდევ გვაქვს რამდენიმე თვე, რომ სტადიონთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ. მარტისთვის უკვე დავგეგმეთ უეფას მომდევნო ვიზიტი თბილისში, რომელიც კიდევ უფრო მეტ სიცხადეს მოგვიტანს ბევრ საკითხთან დაკავშირებით.

გარდა იმისა, რომ ყოველდღიური, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა ჩვენს ფედერაციაში, სტუმრებს ჰქონდათ შეხვედრა ქალაქის მერთან, ორივე სტადიონის („დინამო არენა“ და „მიხეილ მესხი“) ხელმძღვანელობასთან და უშუალოდ, თამაშების პროცესში ნახეს ეს სტადიონები; ასევე, დაათვალიერეს ის ადგილები, სადაც შეიძლება განთავსდეს ფან-ზონები. ნახეს რამდენიმე ვარიანტი, სადაც უნდა გაიმართოს სუპერთასის ოფიციალური გალა-ვახშამი, რომელიც ამ დიდი ღონისძიების ტრადიციული ნაწილია და სადაც წარმოდგენილია თასი, ესწრებიან უეფას და კლუბების ხელმძღვანელები… ვიმუშავეთ იმ თემაზეც, თუ როგორ უნდა მოხდეს ქალაქის ბრენდინგი – ანუ როგორ უნდა შეიფუთოს ქალაქი ამ ღონისძიებისთვის.

როგორც უკვე გითხარით, უეფას მომავალი ვიზიტი, სავარაუდოდ, 2014 წლის მარტში შედგება. ჩვენი ძირითადი ამოცანა კი, მათ ჩამოსვლამდე სტადიონების თემაზე უფრო კარგად ჩამოყალიბება იქნება. რა რეკომენდაციებიც ჩვენ მივიღეთ, არაფერი განსაკუთრებული და რთული ამაში არ არის. ყველაფერს აქვს თავისი დრო და ეტაპი. ამ ეტაპზე, ჩვენ ჯერ გადაწყვეტილებები გვაქვს მისაღები; მერე, ბევრი რამაა გასაკეთებელი და ბოლო ეტაპია ყველაზე დატვირთული და მნიშვნელოვანი.

ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბილეთის ფასს, სტადიონს, რადგან ძალიან გვინდა, რომ სუპერთასს „მიხეილ მესხმა“ უმასპინძლოს, მაგრამ ეს საკითხი ცოტა მოგვიანებით გადაწყდება. ახლავე შემიძლია გითხრათ და ეს უკვე არაერთხელ გავაჟღერეთ, რომ ბილეთების საკითხი კვოტირებული იქნება: მონაწილე კლუბები მიიღებენ გარკვეულ რაოდენობას, ნაციონალური ფედერაციები თავის კვოტას, უეფა, მისი სტუმრები, სპონსორები და ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტი გარკვეულ რაოდენობას. დანარჩენი ბილეთები კი, როგორც ყოველთვის uefa.com – ზე გაიყიდება.

მარტში კი, მთავარი რაც მოხდება – გაფორმდება ხელშეკრულება უეფასა და ქართულ მხარეს შორის, სადაც მხარეების ყველა ვალდებულება დეტალურად იქნება გაწერილი.

დიდი სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სტუმრები თბილისიდან უზომოდ კმაყოფილები წავიდნენ. კმაყოფილები ჩვენი მზაობით, ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტის ინტელექტუალური რესურსითა და კომუნიკაბელურობით, რაც ძალიან მიხარია და მეამაყება“.

სფფ-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გიორგი შაქარაშვილის სახელობის სტადიონი გაიხსნა (ფოტო)

ტრაგიკულად დაღუპული გიორგი შაქარაშვილის სახელობის სტადიონი ოფიციალურად გაიხსნა. შაქარაშვილის სახელი საბურთალოს აკადემიის, იოსებიძის ქუჩაზე არსებულ [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამო ბათუმი” “დინამო თბილისს” ახალ სტადიონზე მიიღებს

“დინამო ბათუმი” ეროვნული ლიგის მომდევნო მატჩში “დინამო თბილისს” ბათუმის ახალ სტადიონზე მიიღებს. სტადიონს უეფას მიერ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამო თბილისის” ოფიციალური განცხადება

“დინამო თბილისმა” ლერი სულაბერიძის დაჭრასთან დაკავშირებით, რომელიც “დინამოს” პრეზიდენტი გახლდათ, ოფიციალური განცხადება გაავრცე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუკა ზარანდია ავტოავარიაში მოყვა (ფოტო)

ბელგიური “ზულტე ვარეგემის” ფეხბურთელი, ლუკა ზარანდია ავტოავარიაში მოყვა. ინციდენტი ბელგიაში შაბათს მოხდა. ავტომობილს ქართველი შემტევის [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტორპედომ” “ლოკოს” მოუგო – კაპიტნის წითელი, 2 გაფუჭებული პენ

ეროვნული ლიგის მე-7 ტურში მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა ძალიან მაგარი თამაში იხილა. 1 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია პრემიერ ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” 19 წლის შემტევი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერ ლიგის 2019/20 წლების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვალ “საბურთალოს” სტადიონს “შაქარას” სახელი მიენიჭება

“საბურთალოს” ოფიციალური გვერდისა და გუნდის პრეზიდენტის, ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, ხვალ იოსებიძის ქუჩაძე არსებული აკადემიის ერთ-ერთ ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა ეღირება ბათუმის “დინამოს” სტადიონზე ბილეთები?

31 ივლისიდან ეროვნული ლიგის თამაშებს გულშემატკივარი დაესწრება და ბათუმის “დინამოს” გარკვეული სიახლეების შემოღება მოუწია. “სამტრედიას...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვარლამ კილასონიამ ბოლნისის “სიონი” ჩაიბარა

ბოლნისის “სიონის” ახალი მთავარი მწვრთნელი ვარლამ კილასონია იქნება. კილასონიამ პოსტზე დავით ქოქიაშვილი შეცვალა, რომელიც “სიონში”...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ხარაიშვილი შვედეთის თასის გამარჯვებულია

გიორგი ხარაიშვილი “გიოტებორგთან” ერთად შვედეთის თასის გამარჯვებული გახდა. “გიოტებორგმა” ფინალში “მალმიო” დამატებით...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა ღირს ხვიჩა კვარაცხელია?

2020 წლის, ჯერჯერობით, საუკეთესო ქართველი ლეგიონერი 19 წლის ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც რუსეთის პრემიერ ლიგის გუნდების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვალიდან ეროვნულ ლიგას გულშემატკივარი დაესწრება, ოღონდ მხოლოდ 33%

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მერვე ტურიდან მაყურებელი სტადიონზე დაიშვება. გულშემატკივარს სტადიონზე შესვლა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა...
წაკითხვა
ფეხბურთი

სტადიონებზე გულშემატკივრები ორი სკამის გამოტოვებით განთავსდებიან

21 ივლისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ მალე ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე, სტადიონებზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

თბილისის “დინამოს” ყოფილ პრეზიდენტს 5 ტყვია ესროლეს

თბილისის “დინამოს” ყოფილ პრეზიდენტ ლერი სულაბერიძეს წყნეთში 5 ტყვია ესროლეს, თუმცა მას დაზიანება არ მიუღია. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სიონმა” ქოქიაშვილს 2 მარცხი არ აპატია

ბოლნისის “სიონმა” მთავარი მწვრთნელი დავით ქოქიაშვილი გაათავისუფლა. კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქოქიაშვილი ბოლო [&...
წაკითხვა