რევაზ ჩელებაძე – 59

თარიღი: ოქტომბერი 2, 2014

დღეს დინამო თბილისის ვეტერანი ფეხბურთელის, გამორჩეული შემტევის – რევაზ ჩელებაძის დაბადების დღეა. რევაზ ჩელებაძე 1955 წელს ქობულეთში დაიბადა. დინამო თბილისის შემადგენლობაში 1976–1982 და 1986–1987 წლებში ასპარეზობდა. თბილისელთა რიგებში 231 ჩატარებულ შეხვედრაში გაიტანა 87 გოლი. არის სსრკ– ს 1978 წლის პირველობის ჩემპიონი. 1977 წლის ვერცხლისმედალოსანი და ორგზის პრიზიორი 1976 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე. 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში 1977 წელს დასახელდა მეორე ნომრად. სსრკ– ს ნაკრებში ჩატარებულ 9 შეხვედრაში გაიტანა 3 გოლი.

file

fcdinamo.ge

მსგავსი სიახლეები