რევაზ გეწაძე – “ზესტაფონის” მორიგი ახალწვეული

თარიღი: იანვარი 22, 2014

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” რევაზ გეწაძე შეუერთდა. 29 წლის გამოცდილი შემტევი ნახევარმცველი, რომელსაც კარიერის განმავლობაში მრავალ კლუბში წარმატებით უასპარეზია, ქვეყნის ორგზის ჩემპიონ იმერელთა ღირსებას მომდევნო 2,5 წლის განმავლობაში დაიცავს.

ორიოდე სიტყვით ფეხბურთელის შესახებ: რევაზ გეწაძე – ნახევარმცველი; დაბადებულია – 11.01.1985; სიმაღლე – 178 სმ, წონა – 66 კგ.

”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში: ”თბილისი” – 2003-2005; ”დინამო” (თბილისი) – 2005; ”ბორჯომი” – 2005-2006; ”ოლიმპი” (რუსთავი) – 2006-2008; ”ოლიმპიკი” (ბაქო, აზერბაიჯანი) – 2008-2009; ”გაბალა” (გაბალა, აზერბაიჯანი) – 2009-2010; ”მეტალურგი” (რუსთავი) – 2010-2013.

რევაზ გეწაძე მარცხენა ნახევარმცველია – ისეთი ფეხბურთლია, მატჩის ბედის გადაწყვეტა რომ შეუძლია. ფეხბურთელის კარიერა საფეხბურთო კლუბ “თბილისში” დაიწყო, იყო საქართველოს 19 და 21-წლამდელთა ნაკრები გუნდების წევრი. 2008-2010 წლები მან აზებაიჯანის უმაღლეს დივიზონის კლუბებში გაატარა. 2010 წლიდან გასული წლის ბოლომდე ის ასპარეზობდა რუსთავის “მეტალურგში”, რომლის მაისურით ეროვნულ ჩემპიონატში 90 მატჩი ჩაატარა და თავი 15 გატანილი გოლით გამოიჩინა.

რევაზ გეწაძე, რომელიც “ზესტაფონის” რიგებში 99-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს, უკვე შეუერთდა თავის ახალ გუნდს და მასთან ერთად ვარჯიშიც მოასწრო.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“ნაპოლი” — “ბარსელონა” (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ნაპოლისა” და “ბარსელონას” შორის პირველი მატჩი გაიმართა, რომელიც ფრედ, ანგარიშით […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჩელსი” — “ბაიერნი” (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლონდონის “ჩელსისა” და მიუნხენის “ბაიერნს” შორის პირველი მატჩი გაიმართა, რომელიც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარკოს ალონსოს წითელი ბარათი “ბაიერნთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Marcos alonso red card! Sent off for hitting Lewandowski! #ChelseaBayern pic.twitter.com/0A0TOfFdgC — The […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლიონის” თავკაცი: “რონალდუს შეჩერების გეგმა არ გვაქვს”

“ლიონის” მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ ჩემპიონთა ლიგაზე ტურინის “იუვენტუსთან” გასამართ მატჩამდე პრესასთან ისაუბრა და აღნიშნ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სტიაუას” მფლობელი: “ჩემი ფეხბურთელები სექსს ზედმეტად დიდ დროს უთმობენ&#

1986 წლის ევროპის თასის მფლობელი ბუქარესტის “სტიაუას” მფლობელი ჯიჯი ბეკალი თავისი კლუბის ცუდ ფორმაში ფეხბურთელების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“გაგრამ” 13 ფეხბურთელი დაიმატა

საფეხბურთო კლუბმა “გაგრამ” 13 ფეხბურთელი დაიმატა. “გაგრას” რატი ცაცკრიალაშვილი (ბათუმის ,,დინამო”) , ივანე ხაბელაშვილი (თბილის...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფადან გამოგზავნილი 116 ათასი ევრო ეროვნული ლიგის გუნდებზე გადანაწილდება

25 თებერვალს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. ​​აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა 2020 წლის საქართველოს [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტიერი ანრი: “მინდა სიცოცხლის ბოლო დღემდე “არსენალის” მწვრთნელი ვიყო̶

ლონდონის “არსენალის” ლეგენდა ტიერი ანრი აღიარებს, რომ მომავალში “მეთოფეთა” მთავარი მწვრთნელის დაკავებაზე ოცნებობს. შეგახსენებთ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯერარდი და სუარესი კროოსის “ლივერპულში” გადაბირებას ცდილობდნენ

გერმანიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ტონი კროოსი აღიარებს, რომ მადრიდის “რეალში” გადასვლამდე “ლივერპულსა” და “მანჩესტერ იუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კოვაჩი: “ალაბას მსოფლიოს ნებისმიერ კლუბში შეუძლია თამაში”

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა თავკაცმა, ნიკო კოვაჩმა, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ დავიდ ალაბას მსოფლიოს ნებისმიერ კლუბში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანრი: “მინდა, რომ ოდესმე “არსენალი” ჩავიბარო”

ლონდონის “არსენალის” ყოფილი თავდამსხმელი ტიერი ანრი, რომელიც დღესდღეობით “მონრეალს” თავკაცობს, გამოტყდა, რომ სურს, ოდესმე R...
წაკითხვა
ფეხბურთი

რამდენი ბილეთია გაყიდული საქართველო-ბელარუსის მატჩზე?

საქართველო – ბელარუსის მატჩამდე 1 თვით ადრე ბილეთების 95% უკვე გაყიდულია. ფეხბურთის ფედერაციიის ინფორმაციით, თითქმის […]...
წაკითხვა