რეზი არველაძე: “შოთა ნაკრების არაჩვეულებრივი მწვრთნელი იქნებოდა”
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა რეზი არველაძემ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე შოთა არველაძის კანდიდატურის შესახებ ისაუბრა.
“შოთამ ამაზე უკვე თავისი პასუხი გასცა და ჯერ არ აპირებს ნაკრების გაწრთვნას. პირადად მე, არა იმიტომ რომ ძმაა ჩემი, მართლა ვფიქრობ, შოთა ნაკრების არაჩვეულებრივი მწვრთნელი იქნებოდა. მას ჯერ კიდევ ნაკრებში თამაშისას სულ სხვა როლი ჰქონდა და ამ კუთხით, სანაკრებო გამოცდილებაც არ აკლია. დარწმუნებული ვარ, მოვა დრო, ოდესღაც გახდება საქართველოს მთავარი მწვრთნელი და ეს პერიოდი ყველას ძალიან კარგად დაამახსოვრდება”.
ფეხბურთის ფედერაცია ვაისის წასვლის შემდეგ ახალ მენტორს ეძებს და აქცენტი უცხოელებზე აქვს გაკეთებული. ალექსანდრე იაშვილის განცხადებით, ეძებენ ისეთ თავკაცს, რომელსაც სანაკრებო გამოცდილება აქვს და მისი საფეხბურთო ფილოსოფია დიდწილად შეტევითი ხასიათისაა.