რიბერი: “ასაკში ვარ, მაგრამ მოედანზე თავს ახალგაზრდად ვგრძნობ”
“ფიორენტინას” შემტევმა, ფრანკ რიბერიმ “მილანთან” მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, 29 სექტემბერს, სერია A-ს მე-6 ტურში “ფიორენტინამ” “როსონერი” სტუმრად 3:1 დაამარცხა. რიბერი აქტიური იყო და 78-ე წუთზე გოლის გატანაც მოახერხა.
“სან სიროზე” თამაშით მოხარული ვარ, ეს განსაკუთრებული სტადიონია, სადაც ბევრი ფანია. ახლა “მილანის” ქომაგებისათვის რთული სიტუაციაა. რაც შეეხება ჩვენ თამაშს, კარგი მატჩი გამოგვივიდა, რაც მნიშვნელოვანია. მართალია, ასაკში ვარ, მაგრამ მოედანზე თავს ახალგაზრდად ვგრძნობ. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა, მე ეს მიყვარს. როცა “ფიორენტინაში” მოვედი, მშიერი ვიყავი და ახლა ძალიან მსიამოვნებს, რომ გუნდი კარგად თამაშობს. შემიძლია “ფიორენტინას”, ფეხბურთელებსა და ფანებს წარმატების მიღწევაში დავეხმარო. აქ ბედნიერი ვარ. ყოველდღიური შრომა და ვარჯიშია საჭირო იმისათვის, რომ ყოველთვის სასურველ ფორმაში ვიყოთ”, – უთხრა 36 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა Sky Sport Italia-ს.
რიბერიმ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 6 მატჩში ორი გოლის გატანა და ერთი საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.