რიბერი: “გრიზმანს მსოფლიო დონის ფეხბურთელს ჯერ ვერ ვუწოდებთ”
ბავარიელთა ფრანგმა შემტევმა, ფრენკ რიბერიმ ადამიანთა ის კატეგორია გააკრიტიკა, რომელიც ერთი კარგი წლისთვის ფეხბურთელს ოქროს ბურთისთვის ბრძოლის უფლებას აძლევს და აღნიშნა, რომ ანტუან გრიზმანი მსოფლიოს დონის ფეხბურთელის სტატუსს არ იმსახურებს.
“გასული სეზონი გრიზმანმა დიდებულად ჩაატარა.
მაგრამ ასეთი პერფრომანსი რეგულარულად უნდა აჩვენო, თუ გინდა, რომ მსოფლიო დონის ფეხბურთელის წოდება მოიპოვო. თუმცა, ხალხი საკმაოდ სწრაფად აწინაურებს ფეხბურთელებს და მალევე ჩუქნიან ოქროს ბურთს მხოლოდ ერთი კარგი წლისთვის. ასეთ სისტემას არ ვემხრობი.
ჩემთვის, ფეხბურთელმა 10, 12 ან თუნდაც 15 წლის მანძილზე უნდა ამტკიცოს თავისი საუკეთესოობა. გააკეთეთ ეს და შემდეგ კი ნამდვილად მოგილოცავთ.
შესაძლოა, ტრავმის გამო 9 თვე გავაცდინე, მაგრამ ბოლო 10 წლის მანძილზე თითქმის უმაღლეს დონეზე ვთამაშობდი. ამაშია განსხვავება.”