რიბერი: “იმედი მაქვს, რომ მომავალში კომანი ჩემს სათანადოდ ჩანაცვლებას შეძლებს”
მიუნხენის “ბაიერნის” ვინგერს, ფრენკ რიბერის იმედი აქვს, რომ კინსლი კომანი ‘მომდევნო რიბერი’ გახდება და სჯერა, რომ “ალიანც არენაზე” მას საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის ყველანაირი პირობა აქვს.
კომანმა, რომელმაც სამშაბათს რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ პირველი გოლი გაიტანა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მაისურით, სურვილი გამოთქვა, რომ რიბერის ჩანაცვლება სურს, რასაც თავად ფრანგი ფეხბურთელიც გამოეხმაურა: “იმედი მაქვს, რომ ის ‘მომავალი რიბერი’ გახდება. მასთან ძალიან ბევრს ვლაპარაკობ.
“პსჟ-სა” და “იუვენტუსში” მას საკმარის სათამაშო დროს არ აძლევდნენ. მიუნხენში მოსვლისას კი მას თავის წარმოჩენის შანსი მიეცა, მან კი ეს შანსი ბრწყინვალედ გამოიყენა. ის თავისუფალია და უბრალოდ სიამოვნებას იღებს ფეხბურთის თამაშით.
მას თამამად შეუძლია უკეთესიც გახდეს. 19 წლის ასაკში მას დრო ესაჭიროება, რათა თავის თავში გაერკვიოს და განვითარდეს. მან გუნდის უხუცესებისაგან ბევრი რამ უნდა ისწავლოს.” – განაცხადა რიბერიმ.