რიბერი სეზონის სტარტს გამოტოვებს
„ბაიერნის“ ნახევარმცველი ფრანკ რიბერი ბუნდესლიგის დასაწყისისთვის გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს. ფრანგი ფეხის ტრავმის შემდეგ მკურნალობას აგრძელებს, რის გამოც მიუნხენურ გუნდს ვერც წინასასეზონო ტურნეზე შეუერთდება.
„რიბერი სეზონის პირველი მატჩისთვის მზად არ იქნება. თუმცა იგი თავს უკეთესად გრძნობს, რაც ოპტიმისტურ პროგნოზებს გვაძლევს“, – განაცხადა „ბაიერნის“ თავკაცმა ხოსეპ გვარდიოლამ.
ბუნდესლიგაში პირველ მატჩს „ბაიერნი“ 14 აგვისტოს, „ალიანც არენაზე“ ჩაატარებს. გვარდიოლას გუნდის მეტოქე „ჰამბურგი“ იქნება.