რიბერი, შესაძლოა, ბალოტელისა და ბოატენგის გუნდს შეუერთდეს
იტალიურ პრესაში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ცნობებს თუ დავეყრდნობით, სერია B-ში მოთამაშე “მონცა” ფრენკ რიბერის ტრანსფერით არის დაინტერესებული.
“რიბერის ტრანსფერის იდეა ბოატენგისა და ფრენკის დიდი მეგობრობის ისტორიიდან გამომდინარე გაგვიჩნდა. თუ სერია A-ში დავწინაურდებით, მის ტრანსფერზე აუცილებლად ვიმუშავებთ,” – განაცხადა გალიანიმ Teleradiostereo-სთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ “მონცას” “მილანის” ექს-პრეზიდენტი და იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი ხელმძღვანელობს. ადრიანო გალიანი კი დირექტორთა საბჭოს წევრი გახლავთ. ბუნებრივია, რომ მათი მიზანი სერია A-ში დაწინაურებაა.
2020 წელს “მონცა” სერია B-ში 19-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. მას შემდეგ გუნდში ისეთი ფეხბურთელები გამოჩნდნენ, როგორებიც მარიო ბალოტელი და ბოატენგი არიან.