რიჩარდ ლუკა: “ბარსელონა” ჩემით დაინტერესდა, თუმცა ესპანეთში…”
ქუთაისის “ტორპედოს” ბრაზილიელმა შემტევმა, რიჩარდ ლუკამ გასულ ტურში გორის “დილასთან” დუბლი შეასრულა. ეს ლუკას პირველი გოლები იყო “ტორპედოში” და ნელ-ნელა ბრაზილიელი ადაპტაციის პერიოდს წარმატებით აგრძელებს. “ტორპედოს” ოფიციალურ გვერდზე მოთამაშის ვიდეო-საუბარი გამოქვეყნდა, სადაც ის ბავშვობაზე, “ბარსელონას” ინტერესზე, “ტორპედოზე” და საქართველოს შესახებ ლაპარაკობს.
ბავშვობა
“7 წლის ვიყავი ფეხბურთელობა რომ მომინდა, მაგრამ ბებიაჩემი ამის წინააღმდეგი იყო. 2 კვირის შემდეგ ის ჩემ ძმას ესაუბრა და ყველაფერი აქედან დაიწყო. მისი დახმარებით ერთ-ერთ საფეხბურთო აკადემიაში ჩავირიცხე.
“ბარსელონა”
კი “სან პაულოში” ძალიან კარგი სეზონი მქონდა და ჩემით “ბარსელონა” დაინტერესდა. ესპანეთში აგენტთან ერთად ჩავედი. მაგრამ ჩემი კონტრაქტი სხვა კლუბს ეკუთვნოდა და მხარეები ვერ შეთანხმდნენ, ამიტომაც ეს ტრანსფერი ვერ შედგა. მქონდა ბედნიერება რამდენიმე ვარსკვლავს შევხვედროდი და არამარტო ნეიმარს, დანი ალვეშს და სხვა ფეხბურთელებს. მე მათთან მეგობრობით ბედნიერი ვარ და მათ დიდ პატივს ვცემ. გულწრფელი ვიქნები, ბევრი ფეხბურთელი მომწონს, თუმცა ჩემთვის სამაგალითო ნეიმარია. ის კარგი ფეხბურთელი და მეგობარია, რომლითაც ძალიან ვამაყობ.
“ტორპედო” და საქართველო
მადლობა კლუბ “ტიგრესს”, რომელმაც მომცა საშუალება “ტორპედოში” თამაშის. აქ დიდი პოზიტივით სავსე ჩამოვედი და მინდა, კლუბს დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარო. ძალიან მომწონს ქართული კულტურა, ხალხიც შესანიშნავია. შედარებით ქართული ენაა რთული, მაგრამ ყოველდღე ახალ სიტყვას ვსწავლობ. საქართველოში ბევრი ლამაზი ადგილია, რომელიც უნდა მოვინახულო. კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი, კლუბში ყველამ კარგად მიმიღო. ამ გუნდში თავისი საქმის მცოდნე ხალხი მუშაობს. ძალიან მადლიერი ვარ “ტორპედოს”, აქ მშვენიერი გარემოა. ფეხბურთელისთვის სხვა ქვეყანაში კარიერის გაგრძელება ადვილი არ არის.
ბოლოს
გულშემატკივრისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ და შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ, რომ სეზონის ბოლოს ჩემპიონობას ერთად ვიზეიმებთ”, – თქვა ლუკამ “ტორპედოს” გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.