რიგითების ამარა, გენერლების გარეშე

თარიღი: დეკემბერი 20, 2013

ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ, სფეროსადმი ინტერესმა და ბოლო დროს შექმნილმა გარემოებებმა ე.წ. სარაგბო ჟურნალისტად მაქციეს. წლების განმავლობაში უმეტსად სწორედ ოვალურ ბურთზე ვწერდი, ვლაპარაკობდი და ვაჩვენებდი. და მაინც, გადავწყვეტ თუ არა სპორტზე რამის დაწერას პირველი ფეხბურთი მახსენდება.  ალბათ იმიტომ, რომ ამ სახეობას ჩვენში ყველაზე მეტად უჭირს. თუმცა, არამც და არამც ფინანსურად. ქართულ ფეხბურთში ფული იმაზე გაცილებით მეტია ვიდრე ბევრ სხვა სახეობაში (თანაც საკმაოდ პოპულარულ სახეობაში) ერთად აღებული. შიმშილის ზღვარზე არც ერთი პროფესიონალი ფეხბურთელი არაა და არც “ტაქსაობა” უწევს თავის გასატანად. მას არ აქვს იმის საზრუნავი, რომ შეიძლება ხვალ ვარჯიშზე მისასვლელად ფული არ ჰქონდეს ან სუფთა სავარჯიშო ტანსაცმელი არ მოეპოვებოდეს  (იგივე რაგბიში მსგავსი პრობლემები უხვადაა). ქართული ფეხბურთის პრობლმა  სულ სხვაა – მას სულიერად უჭირს; ღირებულებათა სისტემა აქვს არეულ-დარეული და დალაგებას ვერ ახერხებს, ან სულაც არ ცდილობს.

მე არ ვიცნობ გუნდების შიდა სამზარეულოს, არ ვარ და არ ვყოფილვარ, რომელიმე კლუბთან რაიმე სახით დაკავშირებული. და საერთოდ, ჩემ სანაცნობოში სულ ორიოდ ფეხბურთელი თუ გამოერევა, ამიტომ სულიერ კრიზისზე ლაპარაკი მხოლოდ იმ ნიშებით შემიძლია, რაც უხვადაა გაბნეული ჩვენს გარშემო.

რამდენადაც ბანალურად არ უნდა ჟღერდეს დღეს თბილისის უბნებში ფეხბურთს აღარ თამაშობენ და ეს პირველი ნიშანია კრიზისისა. ჩემ ბავშვობაში, იმის გამო, რომ  მოედანი არ გვქონდა, ორმოებიან ეზოში კარებებს აგურებისგან  ვაკეთებდით და დილიდან საღამომდე “მარაკანა” გვქონა, ახლა კი მარტო ჩემი კორპუსის გარშემო 3 “გაწიკწიკებული” მინი-სტადიონია და სამივე ცარიელი. ალაგ-ალაგ თუ გააგორებენ ხოლმე ბურთს ბიჭ-ბუჭები, მაგრამ ამასაც იმისთანა გინება და ბილწსიტყვაობა ახლავს, რომ ვეღარ ვიგებ როდისღა თამაშობენ ფეხბურთს. მათთვის ფეხბურთი იდეალი არაა, უფრო ის ფეხბურთელია იდეალი, რომელიც მაგრად თამაშობს და ბევრ ფულს შოულობს. ვისი ბრალია ეს აღზრდის? განთლების? ფეისბუქის? – უფროსების!

“მიდი მამა, შენც ჩაარტყი, ხო ხედავ არ უსტვენს ჩარტყმაზე!” – ქუჩაში მიმავალმა გავიგონე, როცა ერთი საფეხბურთო სკოლის გვერდით ჩავიარე. დავინტერსდი და გავარკვიე, რომ მზრუნველი მშობელი ასე 8 წლის ბავშვს მიმართავდა და ესეც მეორე ნიშანი. არც მშობლებისთვისაა ფეხბურთი იდეალი, არამედ შვილის სარფიანად გამოზრდა-გასაღება. მათ არ უნდათ ისეთი შვილით იამაყონ, რომელიც დიდი  შრომით მწვერვალს მიაღწევს. მიაჩნით, რომ კარიერის გაკეთებაში აუცილებლად “ხელი უნდა წაუკრან”, იმას კი ვერ ხვდებიან, რომ ბავშვს დიდი მომავლისთვის ბრძოლის უნარს უკლავენ და მცირედით დაკმაყოფილებას აჩვევენ. ხომ გაგიგონ იათ ის გამოთქმა: “არ არსებობს ჯარისკაცი, გენერლობაზე რომ არ ოცნებობდესო”, ჰოდა ქართველ ფეხბურთელებს გენერლობაზე ოცნებას ბავშვობაშივე უკლავენ და მუდმივ რიგითებად ტოვებენ.

ზრდასრული, პროფესიონალი მოთამაშეები ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ არ ჩამოდიან. ამაზე მეტი რაღა ნიშანი გინდა! ეზარებათ, თავს ინახავენ, მწვრთნელი არ მოსწონთ, მიკროტრავმა აწუხებთ, “ვეზუვი” ამოიფრქვა ხელმეორედ, ძაღლმა იმშობიარა, პარიზში მოდის კვირეული დაიწყო… არც ერთი მიზეზი საპატიო არაა, როცა შენთვის ნაკრები ნაკრებია. მაგრამ, როგორც ჩანს უკუღმართმა დრომ ესეც გააუფერულა და ჩვეულებრივთა რიგში ჩაააყენა.

რახან ჯიგარზე მიდგა ლაპარაკი ერთ ფრაზას გავიხსენებ, რომელიც ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელ ექტორ რაულ კუპერს უთქვამს. თან ისე გავიხსენებ, როგორც გადმომცეს. ბოლო-ბოლო ბლოგია და ცენზურის ქვშ ვერავინ მომაქცევს. არგენტინელს უთქვამს: “საქართველოში ვინც ფეხბურთის თამაში იცის იმას კვერცხები არა აქვს (იმედია ხვდებით, რომ ქათმის კვერცხები არ უგულისხმია) და ვისაც კვერცხები აქვს, იმან თამაში არ იცისო”. ცუდი მოსასმენია, როცა შენზე ასეთ რამეს ამბობენ, მაგრამ, ვფიქრობ, ესეც მიშანია და თან როგორი ნიშანი.

ყველა ეს ნიშანი იმისკენ მიგვითითებს, რომ ჩვენში ფეხბურთის გაგებამ სახე იცვალა და მასობრივი სიამოვნების საგნიდან, ერთეულთა ვიწრო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშაულებად იქცა. დღეს საქართველოში ფეხბურთი მიზანი აღარაა, ესაა საშუალება და, ვფიქრობ, სწორედ ესაა შეცდომა. ქართული ფეხბურთი იდეალისტი, რომანტიკოსი ფეხბურთელების გადაშენებამ მოკლა, იმ კვერცხებიანი ჯარისკაცებისა, რომელებიც გენერლობაზე ოცნებობენ.

ნიკა ჩალათაშვილი

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ჰაკან ჩალჰანოღლუს ბრწყინვალე თამაში და პიონტეკის გოლი “ლეჩეს” კარში (ვიდეო)

20 ოქტომბერს, იტალიის სერია A-ში “მილანი” საკუთარ მოედანზე “ლეჩეს” დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 ითამაშა. მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როი კინის რეაქცია, როცა “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ლივერპულის” მო

20 ოქტომბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “მანჩესტერ იუნაიტედი” საკუთარ მოედანზე “ლივერპულს” დაუპირისპირდა. მატჩის დაწყების წინ, გ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჟოზე მოურინიომ იურგენ კლოპის კომენტარს უპასუხა

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის დასრულების შემდეგ მეტოქე...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდ კუმანმა, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, შესაძლოა, “ბარსელონა” ჩაიბაროს

უცხოურ პრესაში ძალიან საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება, რომლის თანახმადაც ჰოლანდიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანს კონტრაქტში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო სულშერზე: “მეც მინდა სამსახური, სადაც სულ მომავალზე ვილაპარაკებ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ, ოლე გუნარ სულშერს წაკბინა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპულის” მოგებათა სერია “მანჩესტერ იუნაიტედმა” შეწყვიტა (ვიდეო

20 ოქტომბერს “ოლდ ტრაფორდმა” ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ დაპირისპირებას უმასპინძლა “მანჩესტერ იუნაიტედსა” და...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – კორიფაძის პენალტი აუღებელია, ბათუმის “დინამო” ლიდერია!

ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მე-2 დღეს მხოლოდ საჩხერის “ჩიხურამ” შეძლო გამარჯვება. როგორც ყოველთვის, “ჩიხურას” მატჩში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რაჯა ნაინგოლანმა სპალ-ს საოცარი გოლი გაუტანა (ვიდეო)

იტალიის სერია A-ში, “კალიარისა” და სპალ-ს შორის მიმდინარე მატჩში ანგარიში მე-9 წუთზე გაიხსნა. “კალიარის” ნახევარმცველმა, [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სასუოლო” – “ინტერის” მატჩის მიმდინარეობისას უცნობი პიროვნებ

იტალიის სერია A-ში, “სასუოლოსა” და “ინტერს” შორის მიმდინარე მატჩის დროს მოედანზე უცნობი პიროვნება პარაშუტით დაეშვა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯანლუიჯი ბუფონის ბრწყინვალე სეივი 94-ე წუთზე (ვიდეო)

19 ოქტომბერს, იტალიის სერია A-ში “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “ბოლონია” მიიღო და მეტოქე 2:1 დაამარცხა. მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ის, რის გამოც “ატალანტა” დაისაჯა – რა მოხდა “ლაციოსთან” მატჩ

19 ოქტომბერს, იტალიის ჩემპიონატში “ლაციომ” საკუთარ მოედანზე “ატალანტა” მიიღო და ფრედ 3:3 ითამაშა. აღსანიშნავია, სტუმრები [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფეხბურთი მხოლოდ თამაში არ არის – ემოციური კადრები “უტხრეხტი” – პსვ

19 ოქტომბერს, ჰოლანდიის ჩემპიონატში “უტრეხტმა” საკუთარ მოედანზე პსვ მიიღო. მატჩის მიმდინარეობისას ორივე გუნდის გულშემატკივრები ფეხზე [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

აქამდე უცნობი ვიდეო: რა დაემართათ ირლანდიელ ფანებს თბილისში (ვიდეო)

12 ოქტომბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრები “დინამო არენაზე” ირლანდიას დაუპირისპირდა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტოტენჰემის” ფეხბურთელები სეზონის ცუდ სტარტში პოჩეტინოს ადანაშაულებენ

როგორც გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Daily Mail იუწყება, “ტოტენჰემის” ფეხბურთელების სეზონის ცუდი სტარტის გამომწვევ მიზეზად მაურისიო [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონობა ბათუმს? – “ლოკომოტივმა” “დინამოს” 94-ე წუთზე მოუგ

ეროვნული ლიგის 31-ე ტურის თბილისურ დერბიში “დინამომ საკუთარ მოედანზე “ლოკომოტივი” მიიღო და 94-ე წუთზე თორნიკე […]...
წაკითხვა