რიკარდუ კოშტა: „როდესაც რონალდუს თამაშს ვუყურებ, საუბრის უნარს ვკარგავ“
„ვალენსიას“ მცველმა რიკარდუ კოშტამ პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ლიდერის კრიშტიანუ რონალდუს „ოქროს ბურთის“ მოგების შანსები შეაფასა.
„პირადად მე, კრიშტიანუს პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელად ვთვლი.
უბრალოდ, ნახეთ, როგორ ითამაშა მან „ვალენსიასთან“ მატჩში. იმ შეხვედრაში, როდესაც მისი თამაში ვნახე, საუბრის უნარი დავკარგე.
იმედია, რონალდუს ტრავმები არ ექნება და მსოფლიო ჩემპიონატზე იგი აუცილებლად დაგვეხმარება“, – განაცხადა კოშტამ.
ალექსანდრე მატევოსოვი