რიკი ჰიკმანის “მაკაბიმ” ცსკა დაამარცხა და ევროლიგის ფინალში გავიდა

თარიღი: მაისი 17, 2014

რიკი ჰიკმანი ევროპის ყველაზე პრესტიჟული და წარმომადგენლობითი საკლუბო ტურნირის ფინალშია. ქართული პასპორტის მქონე ამერიკელის “მაკაბიმ” მილანში, ოთხთა ფინალის პირველ მატჩში მოსკოვის ცსკა 68:67 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

მატჩი თავიდან ბოლო წამებამდე წითელარმიული გუნდის უპირატესობით წარიმართა. თელავიველებმა სასწაულებრივ გაიმარჯვეს – მატჩის დასრულებამდე 20 წამით ადრე სონი ვიმსმა შორეული ორქულიანი ჩააგდო და მოსკოველები 67:63 დააწინაურა. ამ დროს არმიელები უკვე გამარჯვებას ზეიმობდნენ – ფანტასტიკის სფერო იყო 20 წამში 4 ქულის გაბათილება და გამარჯვების მოპოვება.

მაკაბელებმა ბურთი სწრაფად გაათამაშეს და დევიდ ბლუმ საფინალო სირენამდე 12 წამით ადრე სამქულიანით ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. არმიელებმა წუთშესვენება აიღეს და ეტორე მესინამ რაც დაგეგმა, ყველაფერი წყალს გაატანა ვიქტორ ხრიაპამ, რომელმაც მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, ბურთი ხელიდან გაუვარდა და … ტაირის რაისმა იმარჯვა, ბურთი მოიხელთა და სწრაფი გარღვევით დასრულებამდე 6 წამით ადრე გამარჯვების ორქულიანი მიითვალა.

რიკი ჰიკმანმა 34 წუთს ითამაშა. ამერიკელმა უკანახაზელმა 7-დან 2 ორქულიანი და 3-დან 2 სამიანი ჩააგდო, 1 საჯარიმო კი ააცილა. ჰიკმანმა 10 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მატჩის გმირმა დევიდ ბლუმ კი 15 ქულა, სულ სამქულიანებით მოაგროვა. ვეტერანმა ებრაელმა ფორვარდმა 9-დან 5 სამიანი ჩააგო.

მეორე ნახევარფინალში ესპანური დერბია – “რეალი” “ბარსელონას” წინააღმდეგ. ამ გუნდებს შორის გამარჯვებულს “მაკაბი” ფინალში 18 მაისს შეხვდება.

gbf.ge



მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

“გამარჯობა და ღამე მშვიდობისა” | FIBA-ს კომენტატორის რეაქცია რატის ჩაჭრაზე

საქართველოს ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 82-76 დაამარცხა. 17 ქულა დააგროვა 21 წლის გამთამაშებელმა რატი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

თბილისის “დინამო” სუპერლიგიდან გავარდა

დღეს სუპერლიგის მორიგი მატჩები რეგიონებში გაიმართა. რუსთავში სათამაშოდ “ოლიმპი” ჩავიდა, ხოლო ქუთაისში – “ტიტები”. ორივეგან […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიას აღიარება: “რუსეთში არ უნდა წავსულიყავი”

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ Gazzeta.gr-სთან ცსკა-დან წამოსვლის შესახებ ისაუბრა. “ყველა ფიქრობს, რომ რთული გადაწყვეტილება [&...
წაკითხვა
კალათბურთი

“ბარსელონა” თორნიკე შენგელიას საოცარ პირობებს სთავაზობს

ჯერ კიდევ 9 მარტს დავწერეთ, რომ თორნიკე შენგელია კატალონიის “ბარსელონას” შეუთანხმდა და სწორედ ამიტომ გააფორმა […]...
წაკითხვა
კალათბურთი

იტალიური მედია: თორნიკე შენგელია “ბარსელონას” შეუთანხმდა

როგორც Eurohoops Corriere di Bologna-ზე დაყრდნობით წერს, თორნიკე შენგელია სეზონის დასრულების შემდეგ კარიერას “ბარსელონაში” გააგრძელებს. [&...
წაკითხვა
კალათბურთი

“საქართველოში წადი, იქ უფრო მეტს იხდიან” – შენგელიაზე რუსები გაბრაზებულე

თორნიკე შენგელიამ მოსკოვის “ცსკა” დატოვა და კარიერას იტალიურ “ვირტუსში” გააგრძელებს. შენგელიას იტალიაში გადასვლის შესახებ ინფო...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია “ბასკონიაში” ბრუნდება?

თორნიკე შენგელია ყოფილ კლუბ “ბასკონიასთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამ ინფორმაციას ესპანური გამოცემა AS რუსულ წყაროებზე დაყრდნობით [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

მთავარი არხი: “თორნიკე შენგელიამ ცსკა დატოვა”

“მთავარ არხის” გადაცემა “სპორტი დიდ ქალაქში” წერს, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა [&hellip...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიამ უკრაინის მხარდასაჭერი პოსტი გამოაქვეყნა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის ცსკას კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ რამდენიმე წუთის წინ უკრაინის მხარდასაჭერი პოსტი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რუსეთში მოთამაშე ქართველი ვარსკვლავები უკრაინას მხარდაჭერას ჯერჯერობით არ უცხადებენ

მთელი ქართული სპორტული სამყაროს წარმომადგენლები ბოლო ორი დღეა უკრაინას რუსეთთან ომში მხარდაჭერას სოციალურ ქსელში უცხადებენ. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძეს ტუზი დაეცა – ბითაძე ლებრონ ჯეიმსის წინააღმდეგ

“ინდიანა პეისერსის” 22 წლის ქართველმა ცენტრმა “კლიპერსთან” მაილს ტერნერის ტრავმის გამო 24 წუთი ითამაშა და […]...
წაკითხვა
კალათბურთი

კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად ნიკა ცქიტიშვილი აირჩიეს

დღეს საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში გამგეობის სხდომა გაიმართა, სადაც გამგეობის წევრებმა ერთხმად აირჩიეს კალათბურთის ეროვნული […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“ძალიან ემოციურია” – ზაზა ფაჩულიას შვილი საქართველოს 13-წლამდე ნაკრებში

ზაზა ფაჩულიას შვილი, დავით ფაჩულია საქართველოს 13-წლამდე საკალათბურთო ნაკრებში გამოიძახეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზაზა ფაჩულია: “ეს ჩემთვის შოკი იყო, ვფიქრობდი, რა დავაკელი”

საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და NBA-ს ორგზის ჩემპიონმა ზაზა ფაჩულიამ გადაცემაში “ნოესთან” შურის თემაზე ისაუბრა. […]...
წაკითხვა