რიო ახალ კონტრაქტს ითხოვს
როგორც უკვე იცით ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი სეზონის ბოლოს კონტრაქტის გარეშე რჩება, სწორედ ამიტომ ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა გადაწყვიტა, რომ მოეთხოვა ახალი კონტრაქტი, ჩანს რომ ის აპირებს კარიერის გაგრძელებას ოლდ ტრაფორდზე.
მოიესი წავიდა და რიოს თითქოს ხელ-ფეხი გაეხსნა, რადგან შოტლანდიელისთვის რიო ფავორიტ ფეხბურთელებში არ შედიოდა და მას არ უწევდა ხშირად მოედანზე გამოსვლა. ამიტომ ფერდინანდს იმედი აქვს, რომ ან გიგზი, ან ვან გაალი მას მეტ დროს მისცემენ სათამაშოდ და ნდობასაც გამოუცხადებენ.
“მე ვაპირებ თამაშის გაგრძელებას, თუმცა სად არ ვიცი, იმედი მაქვს აქ.” – განაცხადა ფერდინანდმა, რომელიც 12 წლის წინ გადავიდა ოლდ ტრაფორდზე.
ფერდინანდი საუბრობს, რომ 2013/14 სეზონი მისთვის იყო ყველაზე ცუდი სეზონი ოლდ ტრაფორდზე კარიერაში და ასევე მისი თანაგუნდელებიც ამოვარდნილები იყვნენ ფორმიდან.
“წლების განმავლობაში ცხრილს არ ვუყურებდი ხოლმე, რადგან ჩვენ არ გვჭირდებოდა. ახლა კი ჩახედვა საერთოდ აღარ შეიძლება, რადგან როდესაც ხედავ ადგილს, სადაც ჩვენ ვართ ამაზრზენია.” – საუბრობს ცენტრალური მცველი.
მიუხედავად იმისა, რომ რიო არ იყო მოიესის 11-ეულის ხშირი წევრი ის მაინც არ ამტყუნებს ბოლომდე შოტლანდიელს და მიაჩნია, რომ ფეხბურთელებმაც უნდა დაიბრალონ ეს წარუმატებლობა. სხვათაშორის ფერდინანდი გიგზის 11-ეულში მოხვდა შაბათს “ნორვიჩთან” მატჩში და ნორმალურად ჩაატარა თამაში.
გარდა იმისა, რომ ფერდინანდი ცდილობს აარიდოს მთელი პასუხისმგებლობა მოიესს, ის მაინც აკრიტიკებს შოტლანდიელს და საუბრობს, რომ მან არ იცოდა როგორ მიეცა მოტივაცია ფეხბურთელებისთვის და ეს იყო ყველაზე დიდი პრობლემა მისთვის.
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ფანკლუბი საქართველოში – http://redarmy.ge/