რიო ფერდინანდი: “სტერლინგი მსოფლიოს ხუთ საუკეთესო ფეხბურთელს შორისაა”

თარიღი: ოქტომბერი 23, 2019

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა განაცხადა, რომ “მანჩესტერ სიტის” შემტევი რაჰიმ სტერლინგი დღესდღეისობით მსოფლიოს ხუთ საუკეთესო ფეხბურთელს შორის შედის.

“მის მიმართ მხოლოდ საქებარი სიტყვების თქმა შეგვიძლია. სტერლინგი ახლა მსოფლიოს ხუთ საუკეთესო ფეხბურთელს შორის შედის. არ მაინტერესებს, ვინ იქნება ამ ხუთეულში მის გარდა, მისი ადგილი აქ არის. გოლების რაოდენობა, გავლენა თამაშზე, შეუძლებელია, რომ რაჰიმს ეს არ დავუფასოთ”, – თქვა ფერდინანდმა BT Sport-ის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ “მანჩესტერ სიტიმ” “ატალანტა” 5:1 დაამარცხა, სტერლინგმა ამ მატჩში სამი გოლი გაიტანა, ერთი საგოლე პასი გააკეთა და ერთი პენალტი მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან ხუთივე გოლში მონაწილეობა მიიღო.

მსგავსი სიახლეები