რიოს გზა ლუჟნიკში იწყება

თარიღი: ივნისი 6, 2015

საქართველოს შვიდკაცა გაემგზავრა მოსკოვს, სადაც ვიქენდზე, ლუჟნიკში, ევროპის “გრან პრის” სამიდან პირველი ეტაპია.

შაბათის სთრიმი
კვირის სთრიმი

შვიდკაცის ახალი საერთაშორისო სეზონი განსაკუთრებულია:

გაისად, 2016 წელს, რიოში (ბრაზილია) რაგბი ოლიმპიადაზე რომ ბრუნდება, შეჯიბრის თითქმის ყველა მონაწილე წლეულს უნდა შეირჩეს.

ოლიმპიური რაგბი

რაგბი ოლიმპიური პროგრამიდან 1924 წლის, პარიზის ტურნირის შემდეგ ამოიღეს.

ბრიტანელებს მერეც კარგა ხანს არად უღირდათ სპორტის მსოფლიო ზეიმში მონაწილეობა, მაგრამ 1990-იან წლებში აზრი რადიკალურად იცვალეს.

ჰოდა, მეორე ცდით, 2009 წელს, ოვალურ-ბურთა თამაშმა აღიდგინა დაკარგული სტატუსი, ოღონდაც სხვა ფორმით – შვიდკაცად.

რიოს დასი

რიოში ვაჟთა 12 გუნდი იასპარეზებს.

მასპინძელი ბრაზილია შეჯიბრზე პირდაპირაა დაშვებული. ოთხი საგზური მაისში დასრულებულ, 9-ეტაპა “მსოფლიო სერიაში” გათამაშდა: დასს დაემატნენ ფიჯი (ჩემპიონი). სამხრეთი აფრიკა, ახალი ზელანდია და დიდი ბრიტანეთი.

“მსოფლიო რაგბის” 6-ვე რეგიონის თითო ფალავანი წელსვე უნდა შეირჩეს, ბოლო, მე-12 მონაწილე კი გაისადღა, წლის პირველ ნახევარში,
16-გუნდა “მსოფლიო რეპეშაჟში” გამოვლინდება.

შერჩევის სქემა

საქართველო ბოლო წლებში “მსოფლიო სერიაში” ვერ მონაწილეობს, რის გამოც
ოლიმპიადაზე ევროპიდან ან მსოფლიო რეპეშაჟიდან თუღა მოხვდება.

ევროპაში შერჩევა “გრან პრის” სამ ეტაპად და რეგიონულ (+) რეპეშაჟად მოეწყობა
შემდეგი სქემით:

სერიის გამარჯვებული მიიღებს რიოს საგზურს;

მეორე ადგილოსანი გავა მსოფლიო რეპეშაჟში;

გრან პრის ყველა სხვა მონაწილე კი, სამი ქვემო ევროპული დონის რჩეულებთან ერთად,
ჩაებმება 12-გუნდა რეგიონულ რეპეშაჟში (+), საიდანაც მსოფლიო რეპეშაჟის საგზურს სამი უკეთესი მიიღებს.

ევროპის შვიდკაცა 2015

“გრან პრის” სერია

ეტაპი ვადა ადგილი
1 67/06 მოსკოვი (რუს)
2 1314/06 ლიონი (სფრ)
3 1112/07 ექსეთერი (ინგ)
+ 1819/07 ლისაბონი (პორ)

ლუჟნიკური განრიგი

რაკი ინგლისმა ბრიტანეთს მსოფლიო სერიაში მოუპოვა რიოს საგზური, ის და უელსი მხოლოდ “გრან პრისთვის” იშვიდკაცებენ და ალბათ ჯეელებს გამოცდიან, შოტლანდიამ კი სახსარი დაზოგა და უქმობს, რის გამოც რუმინეთს გავარდნა აცდა.

გრან პრის ეტაპები შარშან დამუშავებული, 12-გუნდა ფორმატით ჩატარდება.

დასი შაბათისთვის იყოფა სამ, 4-გუნდა პულად, საკვირაოდ კი პირველ-მეორენი და ორი უკეთესი მესამეც განაგრძობს თასისთვის ბრძოლას.

I ეტაპი
მოსკოვი, ლუჟნიკი (რუს) @ საქართველოს დროით

საქართველო

6/06 12.06 უელსი

0:0

14.00 საფრანგეთი

0:0

17.00 რუმინეთი 0:0
# მ-წ სხვ
1 სფრ 0-0

=0

6 უელ 0-0 =0
7 საქ 0-0 =0
12 რუმ 0-0 =0
# მ-წ სხვ
2 ინგ 0-0 =0
5 ბელ 0-0 =0
8 პორ 0-0 =0
11 ლიტ 0-0 =0
# მ-წ სხვ
3 რუს 0-0 =0
4 ესპ 0-0 =0
9 გერ 0-0 =0
10 იტა 0-0 =0
7/06 11.00 12.06  (1/4ფ)  0:0
12.28 15.18  (1/2ფ)  0:0
15.40

18.05  (ფ) 

0:0

ევროპული მონაგარი

ჩვენი შვიდკაცა ბოლო წლებში ისე ვეღარ ყოჩაღობს, როგორც საუკუნეთა შესაყარზე.

ბოლო ხელ-შესახებ წარმატებას შვიდი წლის წინ (2008) მივაღწიეთ:

ევროპაში მესამე ადგილზე დავაფინიშეთ და მსოფლიო თასზე გავედით,
ბოლო სამ (2012 – 14) “გრან პრიზე” კი VIII ადგილს ვეღარ ავცდით.

საქართველო ევრო-შვიდკაცაზე

2002 II,  2003 III,  2004 VI,  2005 X,  2006 V, 2007 VII,
2008 III,  2009 V,  2010 V,  2011 VI,  2012 VIII,  2013 VIII,  2014 VIII

ჩვენი სტრატეგია

მოსკოვისთვის ჩვენი გუნდი ამსტერდამში მოითელა.

რაზმი, მიზეზთა გამო, ვერც ამჯერადაა ოპტიმალური,
მაგრამ შვიდკაცის შტაბის სტრატეგიაც გასაგებია:

“გრან პრი” ბიჭების გამოსაცდელად და შესათამაშებლად უნდა გამოვიყენოთ,
რადგან ყველა მონაწილე ისედაც ხვდება ლისაბონში, რეგიონულ რეპეშაჟზე.

რაც შეეხებათ ფავორიტებს, ეგენი არიან “მსოფლიო სერიის” მონაწილენი –
საფრანგეთი, ევროპის 8-ზის ჩემპიონი პორტუგალია და საგაისოდ ელიტაში აღზევებული რუსეთიც.

ჩვენი რანგისა არიან ესპანეთი და ბელგია, მაგრამ არც იტალიაა ჩამოსაწერი,
რადგან საოლიმპიადოდ შვიდკაცას უფრო სერიოზულად მოეკიდება.

 

# საქართველოს შვიდკაცა
მოსკოვ 2015

1

ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი)

2

ბახვა კობახიძე (ბათუმი)

3

ალექსანდრე ხუციშვილი (ყოჩები)

4

ბიძინა სამხარაძე (ბაია მარე, რუმინეთი)

5

შალვა მახარაშვილი (ყოჩები)

6

დიმიტრი კალანდაძე (ლოკომოტივი)

7

გიორგი შკინინი (ლოკომოტივი)

8

ნიკო აფციაური (ყოჩები)

9

საბა შუბითიძე (ჯიქი)

10

ბექა ბებიაშვილი (ხარები)

11

ირაკლი გეგენავა (ყოჩები)

12

ლადო მიმინოშვილი (ბათუმი)

.

ლაშა ფოფხაძე (ლოკომოტივი)

ნოდარ ანდღულაძე (მენეჯერი)

კახაბერ ალანია (მთავარი მწვრთნელი)

ზაალ ლეჟავა (მწვრთნელი)

პავლე ჯიმშელაძე (მწვრთნელი)

სანდრო ჭეიშვილი (ვიდეო ანალიტიკოსი)

ვახტანგ წიკლაური (ექიმი)

ივანე ერგემლიძე (მაწრთობი)

 

Rugby.GE



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ილია თოფურიამ ფანი 1 დარტყმით ჩაკეცა – ქართველი მატადორის ძალა (ვიდეო)

UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ფანებს ხვდებოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა მას ავტოგრაფის ნაცვლად მუცელში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რომან დოლიძე: “საშინლად არ მომწონს ის ლექსიკა, რომელსაც ამ კონკრეტულ ვიდეოში ვისმენ&

UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე სოციალურ ქსელში ერთ-ერთ საკმაოდ გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა. კომენტარებში, დოლიძემ დამატებით […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ავთანდილ ხურციძემ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა

43 წლის ქართველი მებრძოლი ავთანდილ ხურციძე რამდენიმე დღის წინ ამერიკის ციხიდან გაათავისუფლეს, სადაც 2017 წლიდან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

როგორც იქნა – ავთანდილ ხურციძე თავისუფალია!

ცნობილი ქართველი მებრძოლი, ავთანდილ ხურციძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დაბრუნდა. როგორც ჩანს, ხურციძე ამერიკის ციხიდან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

დვალიშვილმა 50 ათასი დოლარი მიიღო? საქმეში ლიანა ჯოჯუა ჩაერთო

მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანის მეგობარს, ONE FC-ის ჩემპიონს, ანატოლი მალიხინს 50 ათასი დოლარი დიდი ხნის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

პიოტრ იანი: “რეაბილიტაცია სრული სვლით!”

UFC-ის რუსი მებრძოლი პიოტრ იანი მერაბ დვალიშვილთან ბრძოლის შემდეგ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, როგორც ფიზიკურად, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჰასბულას სერიოზული პრობლემები აქვს – კატას დაარტყა (ვიდეო)

ჰასბულა მაგომედოვს სერიოზული პრობლემები შეექმნა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ის კატას […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

უცნაური სანახაობა – კოცნა ჩხუბის ნაცვლად (ვიდეო)

სოციალურ მედიაში აქტიურად ვრცელდება ვიდეო, სადაც MMA-ს მებრძოლები, კარინა პედრო და დენისა რიანდოვა აწონვისას ერთმანეთის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!” – დვალიშვილი რუსთან გამარჯვების შ

12 მარტს, ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მე-11 ბრძოლა გამართა. ღონისძიების მთავარ შეხვედრაში მერაბი რუს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მერაბ დვალიშვილმა რუსი პიოტრ იანი დაამარცხა! (ვიდეო)

12 მარტს, UFC-ში მერაბ დვალიშვილ რუს პიოტრ იანს დაუპირისპირდა. ღონისძიების მთავარ ორთაბრძოლაში ქართველმა რუსი მეტოქე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

იანმა დვალიშვილს დაარტყა (ვიდეო)

რუსმა მებრძოლმა პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილს ხელი დაარტყა და მისი გამოწვევა სცადა. ბრძოლა 12 მარტს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარას სწორი გადაწყვეტილება – 24 საათიანი დაცვა…

ხვიჩა კვარაცხელია მანქანის მოპარვის შემდეგ, დროებით, სასტუმროში ცხოვრობდა, თუმცა იტალიური მედიის ინფორმაციით, კვარა ახლა მუდმივ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“კარიერა ძალით დაამთავრებინესო… ვინ გააგდო საქართველოდან?” – ჟურნა

სპორტული ჟურნალისტი ზაზა ბურდილაძე ელენე გედევანიშვილს ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელიც “რუსთავი 2”-ზე გავიდა. ელენემ აღნიშნა, რომ […...
წაკითხვა
სხვადასხვა

ელენე გედევანიშვილი: “მომიშორეს… რუსეთის სახელით მთხოვეს გამოსვლა, მაგრამ ამას

“რუსთავი 2”-მა ელენე გედევანიშვილთან ამერიკაში ინტერვიუ ჩაწერა. გედევანიშვილი ახლა ამერიკაში ცხოვრობს და ბავშვებს ფიგურულ ციგურაობას [&hel...
წაკითხვა