რიოში, სასტუმროსთან, სადაც საქართველოს სპორტის მინისტრი იმყოფება, აფეთქების ხმა იყო
რიო დე ჟანეიროში, სასტუმროსთან, სადაც საქართველოს სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მოადგილესთან ერთად იმყოფება, აფეთქების ხმა იყო.
როგორც მინისტრმა საზოგადოებრივ მაუწყებელს სატელეფონო ჩართვისას განუცხადა, აფეთქების ხმა საეჭვო ჩანთის აღმოჩენას მოჰყვა, რომელიც გააუვნებელყვეს.
„სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე საეჭვო ჩანთა შენიშნეს. ჩვენ სასტუმროში ვბრუნდებოდით – უსაფრთხოების ზომები იყო დაცული. გამოიძახეს გამნაღმველები. როგორც ჩვენ გვითხრეს, აფეთქება კი არ მოხდა, უსაფრთხოების სამსახურმა გააუვნებელყო საეჭვო ჩანთა. აფეთქების ხმა უფრო იყო გამნაღმველების მიერ გამოწვეული. არავინ არის დაშავებული. აფეთქებიდან 200 მეტრში ჩვეულებრივად იყო ხალხი, იმ კორპუსის ევაკუაციაც კი არ მომხდარა. გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები მთელ ქალაქში“, – აღნიშნა ხეჩიკაშვილმა „მოამბესთან“ საუბრისას.