რის გამო თქვა უარი ვარანმა “იუნაიტედში” გადასვლაზე?
“რეალისა” და საფრანგეთის ნაკრების ახალგაზრდა მცველმა რაფაელ ფარანმა დაადასტურა, ის ფაქტი, რომ 2011 წელს იგი ცალი ფეხით მანჩესტერელი იყო.
ვარანის განცხადებიდან მეორე დღეს, “რეალის” ყოფილმა” მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომაც აღიარა, რომ თითქმის “გაწითლებული” ვარანის შეძენა ზინედინ ზიდანის მეშვეობით შეძლო.
ფრანგის თქმით, 18 წლის ასაკში იგი მართლაც აპირებდა “იუნაიტედში” გადასვლას, მაგრამ მის ტრანსფერს ხელი ფილ ჯონსმა შეუშალა, რომელიც იმავე წელს “ბლექბერნიდან” 16.5 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადმოვიდა.
“მანჩესტერ იუნაიტედი? მათ ჩემს პოზიციაზე ფილ ჯონსი შეიძინეს.”
“მე მქონდა შესაძლებლობა “პსჯ”-ში გადავსულიყავი, მაგრამ მათი პროექტი ბოლომდე ნათელი არ იყო. ყატარელები თითქოს ახლად აღმოცენდნენ, ყველაფერი თითქოს ბუნდოვანი იყო.”
“როდესაც “რეალის” ინტერესზე გავიგე, ჩემს თავს ვუთხარი: დიახ, რათქმაუნდა გადავალ. გადაწყვეტილება ძალიან მალე მივიღე, რადგან მწვრთნელი პირველ გუნდში თამაშს მპირდებოდა.”-განაცხადა რაფაელმა