რისთვის გააძევა არბიტრმა მოედნიდან “რუსთავის” ფეხბურთელი (ვიდეო)

თარიღი: მარტი 17, 2018

17 მარტს, საქართველოს ეროვნულ ლიგაში საჩხერის “ჩიხურამ” დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე “რუსთავი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

შეხვედრის 73-ე წუთზე, რუსთაველთა ნახევარმცველმა, გეორგი გაბულოვმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. აღსანიშნავია, რომ მეორე გაფრთხილების მომენტში არბიტრმა გაბულოვს ყვითელი სიმულაციის გამო უჩვენა.

მსგავსი სიახლეები