WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (321684) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (23,24,25,26,27,28,29,56,4225,14078) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

რიცოლიმ “იუვესა” და “ინტერს” შორის გამართულ მატჩში მომხდარ საკამათო ეპიზოდზე ისაუბრა (ვიდეო)

თარიღი: თებერვალი 12, 2017

იტალიელმა არბიტრმა ნიკოლა რიცოლიმ სერია A-ს 23-ე ტურში ტურინის “იუვენტუსსა” და მილანის “ინტერს” შორის გამართულ მატჩში (1:0) მომხდარ საკამათო ეპიზოდზე კომენტარი გააკეთა. კერძოდ, თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირების შემდეგ ჯორჯო კიელინიმ ბურთი უხეიროდ გაათამაშა და მაურო იკარდის გოლის გატანის რეალური შესაძლებლობა მიეცა, თუმცა რიცოლიმ სტანდარტის შესრულება ხელმეორედ მოითხოვა. მსაჯის გადაწყვეტილებების გაპროტესტების გამო აღნიშნული შეხვედრის შემდეგ “ინტერის” ფეხბურთელები ივან პერიშიჩი და იკარდი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

“ვფიქრობ, რომ “ინტერი” საკუთარი ფეხბურთელების დისკვალიფიკაციის ხანგრძლივობის შემცირებას ცდილობს და ეს გასაგებიც არის. თავისუფალი დარტყმის დროს ბურთი გაჩერებული არ იყო, შესაბამისად თამაში არასწორად განახლდა. ამიტომაც ვითხოვე სტანდარტის ხელმეორედ შესრულება”, – აღნიშნა რიცოლიმ.

— თუმცა, იკარდის გოლის გატანის ასპროცენტიანი შანსი ჰქონდა…
— მომენტის არსებობისთვის ბურთი თამაშში უნდა იყოს. ამ საუბარს აზრი არ აქვს. ეს ყველაფერი იტალიური ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია.



მსგავსი სიახლეები