რივალდო: “ადრე თუ გვიან, ნეიმარი “რეალში” ითამაშებს”

თარიღი: აგვისტო 10, 2018

“ბარსელონასა” და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა რივალდომ თანამემამულე ნეიმარზე საუბრისას საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა და მისი გზა მადრიდის “რეალს” დაუკავშირა.

“ამ დროისთვის ნეიმარი სიტყვებს უნდა დავუჯერო, ის “პარი სენ-ჟერმენში” დარჩება. თუმცა იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რასაც ვფლობ და კომენტარების გათვალისწინებით, მჯერა, რომ ადრე თუ გვიან, ის მადრიდის “რეალში” აღმოჩნდება.

მოსალოდნელია, რომ ნეიმარი კიდევ ერთი წლით მაინც დარჩეს საფრანგეთში, მაგრამ ასეთი გიჟური სატრანსფერო ბაზრის ფონზე არავინ იცის, რა შეიძლება მოხდეს მომავალში. ასე რომ, ყველაფერი შესაძლებელია,” – აცხადებს რივალდო.

მსგავსი სიახლეები