რივალდო: “ახლანდელ ესპანეთის ჩემპიონატში, სეზონში 50 გოლზე მეტს გავიტანდი”
კატალონიის “ბარსელონასა” და “მილანის” ყოფილი თავდამსხმელი რივალდო აცხადებს, რომ ის ამჟამინდელ ესპანეთის ჩემპიონატში, სეზონში 50 გოლზე მეტს გაიტანდა, ხოლო ოქროს ბურთს ორჯერ მოიგებდა.
“დღეს რომ უმაღლეს დონეზე ვთამაშობდე, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ვიქნებოდი, ოქროს ბურთს კი ორჯერ ავიღებდი. თუ ამჟამინდელ ესპანეთის ჩემპიონატზე ვისაუბრებთ, ვიტყვი, რომ იქ სეზონში 50 გოლზე მეტს გავიტანდი.
დღეს ფეხბურთი განსხვავებულია, არა მარტო ბრაზილიაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ადრე, რაც არ უნდა კარგი ფეხბურთელი ყოფილიყავი, წარმოუდგენელი იყო, რომ სეზონში, 38 მატჩში 50 გოლი გაგეტანა, ამას კი დღეს ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდუ ახერხებენ”, – უთხრა 43 წლის ბრაზილიელმა EPTV-ს.
შეგახსენებთ, რომ რივალდომ ოქროს ბურთის მოგება 1999 წელს მოახერხა, მაშინ ის “ბარსელონას” ღირსებას იცავდა.