რივალდო: “ბარსელონას” პრობლემა უხარისხო ფეხბურთია და არა ვიდეორეფერი”
ლა ლიგის სეზონის განახლების შემდეგ “ბარსელონამ” “რეალთან” სატურნირო ცხრილში არსებული ორქულიანი უპირატესობა დაკარგა და ახლა უკვე 4 ქულით ჩამორჩება ზინედინ ზიდანის გუნდს. კლუბის პრეზიდენტმა, ხოსეპ ბართომეუმ, ამაში VAR-ის მიკერძოებული მუშაობა დაადანაშაულა, რასაც რივალდო გამოეხმაურა.
“ზოგჯერ უფლება გაქვს, რომ მსაჯების ან ვიდეორეფერის გადაწყვეტილებით განრისხებული იყო და პრეტენზიები გამოთქვა, თუმცა, ჩემი აზრით, “ბარსას” პრეზიდენტი ამით მხოლოდ ყურადღების გაფანტვას ცდილობს.
ნამდვილად არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ მსაჯები “რეალს” ეხმარებიან. ბართომეუს უნდა ფანებს დააჯეროს, რომ ლა ლიგაში არსებული რთული ვითარება არასამართლიანმა მსაჯობამ განაპირობა და არა ცუდმა ხელმძღვანელობამ.
ჩემი გადმოსახედიდან, “ბარსელონას” პრობლემა უხარისხო ფეხბურთია და არა ვიდეორეფერი,” – აცხაებს “ბარსელონას” ყოფილი ვარსკვლავი.