რობ კირნი: ‘დღის მთავარი ამბავი – იმსახურებს საქართველოს ნაკრები ექვსი ერის გუნდებთან ყოფნას?’
ირლანდიის ნაკრების ყოფილმა მორაგბემ, რობ კირნიმ “შემოდგომის ერთა თასზე” ირლანდიასა და საქართველოს შორის გამართული შეხვედრის (23:10) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
კირნიმ, რომელსაც ირლანდიის ნაკრებში 95 მატჩი აქვს ჩატარებული, განაცხადა, რომ საქართველო ამ დონეზე თამაშს იმსახურებს.
“ვფიქრობ, ირლანდიის ნაკრები პირველ ტაიმში კარგად თამაშობდა და საქართველოს ნაკრებიც კარგად გამოიყურებოდა. მეორე ნახევარში ჩვენ ვნახეთ ირლანდიის ძალიან ცუდი თამაში და საერთო ჯამში, არ მგონია მთავარი მწვრთნელი ენდი ფარელი მოხარული იყოს ამ ყველაფრით. თუმცა, დღევანდელი დღის მთავარი ამბავი იყო საქართველოს ნაკრები – შეეძლოთ თუ არა მათ ამ დონეზე თამაში და იმსახურებენ თუ არა ‘ექვსი ერის’ ქვეყნებთან ერთად ყოფნას. ვფიქრობ, მათ დღეს ეს შეძლეს”, – თქვა რობ კირნიმ ბრიტანულ ტელევიზია Channel 4-ის ეთერში.
“The real story of today is Georgia” 🇬🇪@KearneyRob and @stringer9 reflect on a courageous Georgian performance against a disappointing Irish side in the @autumnnations ✨#C4Rugby #IREvGEO #AutumnNationsCup pic.twitter.com/zIT4gqcmce
— Channel 4 Sport (@C4Sport) November 29, 2020