რობენი და ბადშტუბერი ვარჯიშს ერთი კვირით ადრე დაუბრუნდნენ
არიენ რობენმა და ჰოლგერ ბადშტუბერმა უკვე დაიწყეს მზადება “ბაიერნთან” ერთად. პრე-სეზონის წინ ორივე მათგანმა “საბენერ სტრასეზე” ივარჯიშა.
გერმანიის მოქმედმა ჩემპიონებმა ოფიციალური შეკრება 11 ივლისს დაგეგმეს, თუმცა ეს წყვილი ბაზას ერთი კვირით ადრე დაუბრუნდა. რობენმა და ბადშტუბერმა ბურთის გარეშე ივარჯიშეს.
შეგახსენებთ, რომ არიენ რობენი გუნდს მარტში გამოაკლდა, ბადშტუბერმა კი ტრავმა თებერვალში მიიღო. ორივე მათგანის რეაბილიტაციის პროცესი დასასრულს მიუახლოვდა.
32 წლის რობენს “ბაიერნთან” კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს. ამიტომაც ის მაქსიმალურად ცდილობს, რომ კარლო ანჩელოტის თავი მოაწონოს და კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს.
#Robben and @Badstuber get back to work! #packmas https://t.co/1GjHATR25S pic.twitter.com/IuYigFvbsn
— FC Bayern English (@FCBayernEN) July 4, 2016