რობენი ჰოლანდიის საუკეთესო სპორტსმენია
ბოლო 27 წლის განმავლობაში პირველად ჰოლანდიის წლის სპორტსმენის ტიტული ფეხბურთელს გადაეცა.
2014 წლის საუკეთესო სპორტსმენად აღიარებულმა არიენ რობემა გასულ სეზონში „ბაიერნს“ ჩემპიონატისა და თასის მოგებაში დაეხმარა. აღსანიშნავია, რომ წლის საუკეთესო ჰოლანდიელ მწვრთნელად ლუი ვან გაალი დასახელდა, რომელმაც ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა.
ცნობისთვის, ბოლო ფეხბურთელი, რომელიც ჰოლანდიაში წლის სპორტსმენად დასახელდა რუდ გულიყი იყო. ეს ჯილდო ცნობილმა ფეხბურთელმა 1987 წელს მიიღო.