რობენი: „კლოპი მომენატრება“
მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი არიენ რობენი იურგენ კლოპის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დორტმუნდის „ბორუსიადან“ წასვლა გადაწყვიტა.
„კლოპი მომენატრება. მის მიმართ დიდი სიმპატია მაქვს. თუმცა, უნდა დავრწმუნდეთ, რომ „ბორუსიაში“ თავის მოღვაწეობას ის თასის მოგების გარეშე დაასრულებს (ცნობისთვის, „ბაიერნი“ და „ბორუსია“ ერთმანეთს გერმანიის თასის 1/2 ფინალში შეხვდებიან – ავტ.)“, – განაცხადა ჰოლანდიელმა.