რობენი ფრანგებთან ვერ ითამაშებს
![](https://fanebi.com/wp-content/uploads/2013/03/robben1.jpg)
მიუნხენის “ბაიერნის” და ჰოლანდიის ნაკრების შემტევი არიან რობენი სავარაუდოდ საფრანგეთის ნაკრებთან გასამართ ამხანაგურ მატცში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ფეხბურთელს ტრავმა გაუმიზეზდა, რომელიც მან ბუნდესლიგის 23-ე ტურში, “შალკესთან” გამართულ დაპირისპირებაში მიიღო. აღსანიშნავია, რომ რობენმა აღნიშნულ შეხვედრაში სამი გოლის გატანა მოახერხა.
“ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რომ ასეთ მატჩში მივიღე ტრავმა. ტკივილს ვგრძნობ და ალბათ გარისკვა არ ღირს” – განაცხადა ჰოლანდიელმა.