რობენი: “რეალი” ფავორიტია?”

თარიღი: აპრილი 21, 2018

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მიუნხენის “ბაიერნი” მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდება. მატჩები 25 აპრილსა და პირველ მაისს, შესაბამისად, მიუნხენსა და მადრიდში გაიმართება.

“რეკორდმაისტერის” შემტევმა, არიენ რობენმა აღნიშნულ დუელზე ისაუბრა.

“შესაძლოა, “რეალი” ფავორიტია, მაგრამ ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს. იმისათვის, რომ ფინალში გავიდეთ, საკუთარ მოედანზე კარგად უნდა ვითამაშოთ. ჩემი აზრით, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ეს ფუნდამენტალურია. მეტოქე შეტევაში დიდ ძალას წარმოადგენს. მათ შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ. მათ შესაჩერებლად დაცვაში ერთად უნდა ვიბრძოლოთ,” – ამბობს რობენი.

მსგავსი სიახლეები