რობენი, შესაძლოა, მოედანზე „ბორუსიასთან“ მატჩში დაბრუნდეს
გერმანიის ბუნდესლიგის მერვე ტურის ცენტრალურ მატჩში, რომელშიც მიუნხენის „ბაიერნი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ უმასპინძლებს, შესაძლოა, მოედანზე ნახევარმცველი არიენ რობენი გამოჩნდეს. ჰოლანდიელი ფეხის ტრავმის შემდეგ თითმქის გამოჯანმრთელდა. ცნობისთვის, არიენი ისლანდიასთან ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის დროს დაშავდა, რომელიც მისმა გუნდმა შინ ანგარიშით 0:1 წააგო.
შეგახსენებთ, რომ „ბაიერნი“ – „ბორუსიას“ შეხვედრა კვირას, ოთხ ოქტომბერს, თბილისის დროით, 19 საათსა და 30 წუთზე გაიმართება.