რობენი ტრავმების გამო კარიერის ხელმეორედ დასრულებაზე ფიქრობს
არიენ რობენის ნანატრი “გრონინგენში” დაბრუნება ტრავმებმა ჩააშხამეს. ნიდერლანდურ პრესაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, არიენი კარიერის ხელმეორედ დასრულებაზე ფიქრობს.
როგორც იცით, 37 წლის ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა 2019-19 წლების სეზონის შემდეგ კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, თუმცა გარკეული დროის შემდეგ თავის მშობლიურ კლუბში დაბრუნდა.
“ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია. თუ სასურველი შედეგის მიღებას ვერ ახერხებ, ბოლოს იძულებული ხდები არსებულს შეეგუო.
როგორი მდგომარეობაა? ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი კარგადაა. სიტუაცია იმედგამაცრუებელია. პრობლემები ორივე ფეხზე მაქვს. როდესაც ერთზე დისკომფორტი მიქრება, მეორეზე ჩნდება.
ძალიან რთულია გადაწყვეტილების მიღება. ამჟამინდელი მოცემულობით გამოსწორების გზაზე ნამდვილად არ ვარ. დანებებაზე ვფიქრობ, თუმცა ჩემში არსებული ათლეტი ამის უფლებას არ მაძლევს,” – აცხადებს რობენი.