რობენმა ,,ბაიერნს” მოაგებინა

თარიღი: დეკემბერი 20, 2014

,,ბუნდესლიგის” მე-17 ტურის შეხვედრაში ,,მაინცმა” საკუთარ კედლებში მიუნხენის ,,ბაიერნი” მიიღო. მასპინძლებმა მიუნხენელებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს. მატჩში ანგარიში სწორედ მასპინძლებმა გახსნეს. პირველ ნახევარში ბასტიან შვაინშტაიგერის გოლის წყალობით ,,ბაიერნმა’ წონასწორობის აღდგენა მოახერხა.

მეორე ნახევრში კი სიტუაცია სხვაგვარად განვითარდა. ორივე გუნდმა უშეღავათო ბრძოლა შემოგვთავაზა. მატჩის მე-90 წუთზე სტუმართა მხრიდან არიენ რობენმა გამოიჩინა თავი და თამაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 1-2. ,,ბაიერნი” ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ქულების დაკარგვისაგან იხსნა.

მსგავსი სიახლეები