რობენმა მოედანეზ დაბრუნების შესახებ ისაუბრა
მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელმა, არიენ რობენმა სარეაბილიტაციო პროცესზე ისაუბრა. შეგახსენებთ, ჰოლანდიელმა მუცლის კუნთების დაზიანება “გლადბახთან” 22 მარტს გამართულ შეხვედრაში მიიღო. თავდაპირველად მის მოედანზე დაბრუნებას 6-8 კვირაში ელოდნენ.
“სამწუხაროდ კიდეც ცოტა უნდა მოვითმინო. სარეაბილიტაციო კურსი კარგად მიდის და ტკივილებიც უკვე ისე აღარ მაწუხებს. თუმცა, ჯერ არ ვიცი, თუ როდის შევძლებ მეოდანზე დაბრუნებას” – განაცხადა რობენმა.