რობერტ ჰუტი: “კარიერა დასასრულე, თუმცა ინტერვიუს ჩაწერისას ჯერ არ მიტირია”
“ლესტერის” ჩემპიონობოს საოცარი ისტორიის ერთ-ერთმა მთავარმა მოქმედმა პირმა, რობერტ ჰუტმა, კარიერის დასრულება გადაწყვიტა. გერმანელმა ფეხბურთელმა ამის შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით გვამცნო.
34 წლის რობერტ ჰუტი გერმანული კლუბის, “უნიონ ბერლინის” აღზრდილი გახლავთ, საიდანაც 17 წლის ასაკში “ჩელსიში” გადაბარგდა. “არისტოკრატების” შემადგენლობაში ჰუტმა ორჯერ მოიგო პრემიერ ლიგა და ერთხელაც ინგლისის სუპერთასი.
რა თქმა უნდა, ჰუტის კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა “ლესტერთან” ერთად ჩემპიონატი მოგება იქნება, რის შემდეგაც ის ჯერ “მიდლსბროში”, შემდეგ კი “სტოკ სიტიში” გადაბარგდა. ნაკრების მაისურით მას 19 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.
ჰუტი ჟურნალისტ ჯონ ჰარიოტის სატრანსფერო ჭორს გამოეხმაურა მის შესახებ: “ამაზე უფრო მართალი ვერ იქნებოდა. მე კარიერა დავასრულე! (თუმცა ჯერ ინტერვიუს ჩაწერისას არ მიტირია).”
This literally couldn't be less true. Ive retired! (I just haven't done an interview and cried about it) https://t.co/tLfHslQH2q
— robert huth (@robert_huth) January 11, 2019