რობერტ ლევანდოვსკი დორტმუნდის “ბორუსიას” წინააღმდეგ

თარიღი: აგვისტო 13, 2014

დღეს გერმანიის სუპერთასის მატჩი გაიმართება. “სიგნალ-იდუნა-პარკზე” დორტმუნდის “ბორუსია” მიუნხენის “ბაიერნს” დაუპირისპირდება. საყოველთაო ყურადღების ცენტრშია ბუნდესლიგის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი რობერტ ლევანდოვსკი, რომელმაც მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში “ბორუსიადან” “ბაიერნში” გადაინაცვლა.

პოლონელი თავდამსხმელის შესახენ კომენტარი გააკეთა “ბაიერნის” თავდამსხმელმა კლაუდიო პიზარომ.

“ლევანდოვსკი კარგი ფეხბურთელია, ბევრ გოლს იტანს. ის მანჯუკიჩისგან განსხვავებული მოთამაშეა. ვიმედოვნებ, მას საქმეები პირველივე სეზონში კარგად წაუვა”, – განაცხადა პიზარომ “ევროსპორტის” ეთერში.

თავად ლევანდოვსკი ამბობს, რომ “ბორუსიას” წინააღმდეგ გასამართი შეხვედრა მისთვის განსაკუთრებული იქნება.

“დორტმუნდში ვითამაშებთ, “ბორუსიას” მოედანზე. ამ კლუბში ოთხი შესანიშნავი წელიწადი გავატარე და დამდეგი მატჩი ჩემთვის განსაკუთრებულია. ახლა უკვე “ბაიერნის” ფორმით გავალ მინდორზე. რა თქმა უნდა, მინდა, რომ თასი მოვიგო. “ბორუსიას” სტადიონზე სტუმარი გუნდის რიგებში ვითამაშებ და გრძნობაც სხვანაირი მექნება.

ვიცი, რომ “ბორუსია” კვალვ სახიფათო მეტოქე იქნება. იურგენ კლოპი ყოველთვის ახერხებს მებრძოლ ფეხბურთელთა ერთ გუნდად შეკვრას. გერმანიის ჩემპიონატის მოგებისთვის “ბორუსიასთან” ერთად “შალკე” და ლევერკუზენის “ბაიერიც” შეგვეცილება”, – აღნიშნა ლევანდოვსკიმ.

მატჩი “ბორუსიასა” და “ბაიერნს” შორის დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ხავი მარტინესი “ატლეტიკში” ბრუნდება

“მარკას” ინფორმაციით, მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი ხავი მარტინესი სამშობლოში დაბრუნება და კარიერას ბილბაოს “ატლეტი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტიაგომ “ბაიერნს” გამოსამშვიდებებლი წერილი მიუძღვნა

“ბაიერნის” ნახევარმცველ ტიაგო ალკანტარას ტრანსფერი “ლივერპულში” უახლოეს საათებში უნდა დადასტურდეს. ესპანელმა ფეხბურთელმა ̶...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრეტენდენტები დასახელდნენ

ცნობილია იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც სხვადასხვა პოზიციების მიხედვით ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჰამბურგის” ფეხბურთელმა ინტერვიუ შეწყვიტა და ფანთან საჩხუბრად წავიდა (ვიდეო)

14 სექტემბერს, გერმანიის თასის პირველ რაუნდში დრეზდენის “დინამომ” საკუთარ მოედანზე “ჰამბურგი” მიიღო და მეტოქე 4:1 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სიტყვაძუნწი” ჰოლანდი ფეხბურთსა და რეპზე ალაპარაკდა

18 თვის წინ გაბრწყინების შემდეგ, ერლინგ ჰოლანდის ვარსკვლავი უფრო და უფრო კაშკაშებს. ერლინგმა თავი ჟურნალისტებთან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესუთ იოზილმა მსოფლიოს სიმბოლური ნაკრები შეადგინა

ლონდონის “არსენალის” შემტევმა ნახევარმცველმა, მესუთ იოზილმა სოციალურ ქსელ Twitter-ში გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხა. 31 წლის ფეხბურთე...
წაკითხვა
ფეხბურთი

რატომ სთხოვა ერლინგ ჰოლანდმა ჩრდილოეთ ირლანდიელ ფეხბურთელს მაისურის გაცვლა?

7 სექტემბერს, უეფას ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებმა საკუთარ მოედანე ნორვეგია მიიღო და გამანადგურებელი ანგარიშით, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ესპანელებმა გერმანიიდან ქულა ბოლო წუთზე გატანილი გოლით წამოიღეს (ვიდეო)

3 სექტემბერს “შტუტგარტის” საშინაო სტადიონმა გერმანიისა და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებების დაპირისპირებას უმასპინძლა. ზემოხსენებული შეხვედრ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევანდოვსკი კარიერის დასრულებას 40 წლამდე არ აპირებს

მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ განაცხადა, რომ ის ახლა თავს შესანიშნავად გრძნობს და კარიერის დასრულებაზე […...
წაკითხვა
ფეხბურთი

კინგსლი კომანი საცოლესთან ერთად სარდინიაზე ისვენებს (ფოტო)

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული კინგსლი კომანი სარდინიაზე საცოლესთან, საბრინა დუვადთან ერთად ისვენებს. გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც ინტერნეტსივრცეში [&hel...
წაკითხვა