რობერტო კარლოსი: “ჩელსიში” გადასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი”
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა მარცხენა მცელმა, რობერტო კარლოსმა განაცხადა, რომ 2007 წელს ის ლონდონის “ჩელსიში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ეს ტრანსფერი არ შედგა და ბოლოს ის “ფენერბაღჩეში” გადავიდა.
როგორც იცით, კარლოსი 1996-2007 წლებში მადრიდის “რეალის” ღირსებას იცავდა, ის თურქეთის ჩემპიონატში სწორედ მადრიდული კლუბიდან გადავიდა.
“ორი შემოთავაზება მქონდა – “ფენერბაღჩე” და “ჩელსი”. “ჩელსიმ” ტრანსფერზე ისე არ იმუშავა, როგორც საჭირო იყო, ამიტომ თურქეთში წავედი. თუმცა, შეიძლება, ითქვას, “ჩელსიში” გადასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი.
“ფენერბაღჩეში” გადასვლამდე ერთი კვირით ადრე “ჩელსისთან” სიტყვიერად შევთანხმდი, მხოლოდ ის იყო დარჩენილი, რომ კონტრაქტი გამეფორმებინა. პარიზში უნდა ჩავსულიყავი, სადაც რომან აბრამოვიჩსა და პიტერ კენიონს შევხვდებოდი. სამწუხაროდ, ბოლო მომენტებში რაღაც ისე არ მოხდა, როგორც საჭირო იყო. იურისტთან დაკავშირებით, პრობლემა შეიქმნა. დარწმუნებული ვარ, პრემიერ ლიგაში კარგად ვითამაშებდი”, – ციტირებს კარლოსის სიტყვებს Goal.Com.