რობერტო კარლოსი: “დარწმუნებული ვარ, რომ ვინისიუსი “რეალის” ლეგენდა გახდება”
ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდამ, რობერტო კარლოსმა ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავზე, ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა, რომელიც სულ მალე მადრიდის “რეალში” გადაბარგდება. ჯერ კიდევ 17 წლის ვინისიუსს ექსპერტები ძალიან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
“ელ კლასიკოს” წინ მათ ოჯახში ვიყავი და ყველანი ძალიან თავდამბლები არიან. ვინისიუსმა იცის, რომ “რეალში” თავის გამოჩენა ადვილი არ იქნება, რადგანაც “სანტიაგო ბერნაბეუ” ძალიან დიდი სტადიონია, ფანები კი ბევრს ითხოვენ.
სიმართლე გითხრათ, ვთვლი, რომ მისთვის ეს ტრანსფერი ჯერ კიდევ ადრეა. მაგრამ, “რეალის” მხრიდან ეს ნაბიჯი უნაკლოა მომავალზე ფიქრის მხრივ. “რეალში” გადასვლა ვინისიუსის ზრდას დააჩქარებს და მას სრულყოფილ ფეხბურთელად ჩამოაყალიბებს.
დარწმუნებული ვარ, რომ ვინისიუსი მადრიდელთა იდეალი, ლეგენდა გახდება,” – აცხადებს რობერტო კარლოსი.