რობერტო კარლოსი: “დერბიში დამარცხება მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წაგების ტოლფასია”
მადრიდის “რეალის” ექს-ფეხბურთელმა, რობერტო კარლოსმა ზინედინ ზიდანის გუნდზე არსებული ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერა და აღნიშნა, რომ მადრიდელთათვის დერბიში დამარცხება მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წაგების ტოლფასი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ახალი სეზონის პირველი მადრიდული დერბი “ვისენტე კალდერონზე”, შაბათს გაიმართება.
“მართალია, “კლასიკოსა” და დერბისთვის მზადება იგივენაირად მიმდინარეობს, როგორც სხვა ნებისმიერი მატჩისთვის, მაგრამ ფეხბურთელები ასეთ მატჩებს მაინც განსხვავებულად აღიქვამენ.
ისინი იმაზე ფიქრში არიან, რა მოხდება ამ კვირაში, როგორ დახვდებიან გულშემატკივრები საკუთარ სტადიონზე. რადგანაც, დერბიში დამარცხება მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წაგების ტოლფასია.”